თბილისში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს

June 24, 19:35
0
790

თბილისში, წყნეთის გზაზე ერთი ადამიანი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია 54 წლის ბიზნესმენი, „Silk Road Group“-ის თანადამაარსებელი ლევან კაჭარავა.

არსებული ინფორმაციით, კაცი მანქანაში ჩაცხრილეს. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები უცნობია, ასევე, უცნობია მკვლელობის მოტივი.

დამატებით ინფორმაციას  მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Cesko