171 Views
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“იმედი'”, ეს რამდენი გველი გყოლია უბეში?!
არა, ჩვენ კი ვიცოდით, რომ ძალიან ბევრი ქვეწარმავალი გყავდა, მაგრამ რა გჭირს, ყველა მოღალატე ძონძმა შენი სკოლა უნდა გაიაროს? ეს სავალდებულოა? აღარ დაიღალე ერთი და იგივე გაცვეთილი და აფერისტული სახეებით?
ჰა, არ დაიღალე? არ მოგბეზრდა?!
,,იმედი”. ეს რა ბედი დაგყვა დაარსებიდანვე, ნეტავ მერამდენედ უნდა დაგიტრიალონ ჩარხი უკუღმა სულით წაწყმედილებმა, ნეტავ როდემდე უნდა ინახოთ და მეფურად აცხოვროთ ამდენი უნიჭო?!
(ყველას არ ვგულისხმობ, მიხვდები, ვისზეც ვლაპარაკობ!)
ჰმ… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვისაც ეს საკითხი გეხებათ, ბადრის ხსოვნას ასე სცემთ პატივს?
ასე?!”- წერს გელა ზედელაშვილი.