“20 ივნისი 20:00 სთ. ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ” – ამ სიტყვებით შეუერთდა მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე აქციას სახელწოდებით “შინ ევროპისკენ“, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.
ტელეწამყვანის პოზიციამ სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია სოციალურ ქსელში, როგორც მხარდამჭერი, ასევე კრიტიკული:
“ვა, ასე ადვილია ყველაფერი…?!!!!!“ – წერს კომენტარებში იუმორისტი ვასიკო ოდიშვილი, რომელიც დუტას მსგავსად “ტელეიმედში “ მუშაობს.
“2007 წლის 7 ნოემბერს სად იყავი ?! ეგებ შეგვახსენო?”
“2007 წლის 7 ნომებრის ზონდერ ნაცების მიერ, მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ ამ დუტას გამოსვლა “რუსთავი 2“-ის ეთერში არ დამავიწყდება. სულ მაგიდაზე უბრახუნა ხელები ისე გალანძღა ოპოზიცია! ესაა ამის სტილი, სადაც ფულია იქა. დიახ ყოფილი ნაცი არ არსბობს! უმადური ღორები…”