„დაე, თვითონ მოღოღდნენ და გვთხოვონ შეთანხმება“ – მედვედევი აშშ-სთან ბირთვულ ხელშეკრულებაზე

0
454
166 Views

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს, რომ ამჟამად აშშ-სა და რუსეთს კავშირი არ აქვთ. მედვედევის სიტყვებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა „ნულოვან კელვინზეა“.

ბირთვული ხელშეკრულების შემდგომი მოლაპარაკებების პერსპექტივაზე საუბრისას, მედვედევმა აღნიშნა, რომ ახლა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის ყველაზე არახელსაყრელი დროა.

„ჩვენ ახლა არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს აშშ-სთან. ისინი ნულოვან კელვინზე არიან და დღეს მათი გაყინვის საჭიროება არ დგას. მათთან მოლაპარაკება ჯერ არ არის საჭირო. დაე, თვითონ მოვიდნენ, ან მოღოღდნენ და გვთხოვონ [შეთანხმება]. და შეაფასონ ეს, როგორც განსაკუთრებული მოწყალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ასე ჩანს: ისინი საზიზღრობებს გვიკეთებენ და ჩვენ თურმე ბირთვული შეთანხმება უნდა მივართვათ“, – წერს მედვედევი.

Cesko