სანზონაში პოლიციამ დალუქა ბინა, რომელშიც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს

0
1385
948 Views

პოლიციამ სანზონაში დალუქა ბინა, რომელშიც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

ადგილობრივებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლები ბინიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. გაუსაძლისს სუნს მეზობლები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძნობდნენ.

“ფორმულას” ინფორმაციით, მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა პოლიციას კარი არ გაუღო, რის შემდეგაც ისინი სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდნენ. მათივე ცნობით, ბინაში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ ხორცი გაუფუჭდა და გადაყრა ვერ მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე მოქმედი ექიმი-თერაპევტია. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ საქმე, სავარაუდოდ, კანიბალიზმს ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფორმულას უთხრეს, რომ ხორცი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მათი თქმით, დაწყებულია გამოძიება. ქალი, რომელიც ბინაში ცხოვრობს სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

 

Cesko