რა დაკარგა საქართველომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით? – ვრცელი სია – ბიძინა ლებანიძე

June 18, 09:39
0
2296

ბრემენის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი და ლექტორი ბიძინა ლებანიძე:

“???? უკვე ნათელია, რომ საქართველო ამ ზაფხულს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. რა დაკარგა ქვეყანამ ამით, გარდა მისი “სიმბოლური” დატვირთვისა?
მაშ ასე, ჩამოვთვალოთ:
?დაახლ. ერთი მილიარდი ევრო გარანტირებული “უფასო” ფული
? მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია
? ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების (5-8 წელი) ცხოვრებაში ერთხელ რომ გეძლევა, ისეთი შანსი
? ევროკავშირის 27 ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების პერსპექტივა
->გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ:
?7-10 მილიარდი ევრო “უფასო” ფული ყოველ საბიუჯეტო პერიოდში
? ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა (ნატოს მეხუთე მუხლი = ეუ-ს 42 მუხლი)
? 2%იანი საბანკო სესხები
? ადგილი და ვეტოს უფლება ევროკავშირის გადაწყვეტილების მაგიდასთან
-> და რაც მთავარია: ევროპული კანონმდებლობა და რეგულაციები, რომელიც გინდა, არგინდა, გაიძულებს, რომ გქონდეს:
? სუფთა ჰაერი
? დაცული ბუნება
? მოწესრიგებული ურბანული პოლიტიკა
? ჯანმრთელი საკვები
? დაცული პირადი სფერო
? უფასო როუმინგი
? დაცული საზღვრები და მიგრაციის მკაცრი კონტროლი
? სოციალური თანასწორობა
?მონოპოლიებისგან თავისუფალი ბაზარი
? ხელმისაწვდომი განათლება
? და კიდევ 1001 რამ
-> იმედია ეს ჩაფლავება დროებითია, და ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ არსებობს ორი მნიშვნელოვანი რისკი:
? არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ საქართველოს ხელისუფლება & პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის წამოყენებულ წინაპირობებს შეასრულებს, თან დროის ასე მცირე მონაკვეთში.
? ევროკავშირის გაფართოება (მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭება) არის ღრმად პოლიტიკური საკითხი. ახლა იყო ამის კარგი შანსი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო. 6 თვის და 1 წლის შემდეგ, ევროპელები რა ხასიათზე იქნებიან და რომელ ფეხზე გაიღვიძებენ, კაცმა არ იცის, შეიძლება საერთოდ აღარ დაუბრუნდნენ ამ საკითხს წლების მანძილზე (ნატოს მაგალითი სახეზე გვაქვს). Pray for the best”

Cesko