რუსეთი არაა თეთრი და ფუმფულა, რუსეთი ისეთია, როგორიც არის და არ გვრცხვენია – სერგეი ლავროვი

June 17, 12:48
0
358

რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის, ისეთია, როგორიც არის და ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ყველას, როგორებიც ვართ, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა BBC-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ არ შევჭრილვართ უკრაინაში. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ, როდესაც ჩვენ სხვა არავითარი გზა აღარ დაგვრჩა, აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ ის დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული, როდესაც უკრაინას ნატო-ში ითრევს“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვი ასევე ამტკიცებს, რომ საერთაშორისო მაღალჩინოსნები, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და გაერო-ს გენერალური მდივანიც არიან დასავლეთის ზეწოლის ქვეშ.

„ისინი ძალიან ხშირად გამოდიან რუპორებად იმ ყალბი ამბებისა, რომლებსაც ავრცელებს დასავლეთი. რუსეთი არ არის თეთრი და ფუმფულა. რუსეთი არის ისეთი, როგორიც არის. და ჩვენ არ გვრცხვენია ჩვენი თავის ჩვენების“, – განაცხადა ლავროვმა.

Cesko