„არცთუ ისე ბევრი ცოლი მყავდა, მო­ი­ცა, არ მახ­სოვს ან სამი, ან ოთხი…“ – მიშა გომიაშვილი ვერ იხსენებს რამდენჯერ იყო დაქორწინებული

0
710
44 Views

მსა­ხი­ო­ბი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი პირად ცხოვრებაზე საუბრობს და ზუსტად ვერ იხსენებს რამდენჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში.

“სახ­ლებს ვა­შე­ნებ­დი და მერე გზა­დაგ­ზა ცო­ლებს ვუ­ტო­ვებ­დი, ჰობი მაქვს ასე­თი, ვი­ღა­ცა მარ­კებს აგ­რო­ვებს, ვი­ღა­ცა მან­ქა­ნებს… მე სახ­ლე­ბი მიყვარს, და­ვუ­ტო­ვო ცო­ლებს. სხვა­თა შო­რის, არ­ცთუ ისე ბევ­რი ცოლი მყავ­და, ვიცი ხალ­ხი, ვი­საც ჩემ­ზე ბევ­რი ცოლი ჰყავ­და. ოფიციალურად, ოთხი ცოლი მყავ­და. ყო­ფი­ლა, ორი-სამი წელი მი­ცხოვ­რია ქალ­თან და ვამ­ბობ­დი, რომ ის ცო­ლია. დღე­ვან­დელ დღეს რომ ყო­ფი­ლი­ყო ეს ამ­ბა­ვი, თა­ვი­სუფ­ლად, წყნარად ვი­ტყო­დი, რომ ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლია. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ქალ­ზე ამას ვერ იტყო­დი, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა დრო… სტა­ტუ­სი უნდა ყოფ­ლი­ყო ცო­ლის, ქალს უფრო უფრთხილ­დე­ბო­დი და ამიტომ მი­წევ­და ამის თქმა, თო­რემ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯვრის­წე­რა და ხელ­მო­წე­რა მქონ­და – ოთხი. მო­ი­ცა, არ მახ­სოვს ან სამი, ან ოთხი ხე­ლმოწერა.

ყვე­ლა­ზე დიდი ხანი, უკვე მე­თერ­თმე­ტე წე­ლია, ქე­თის­თან ვარ, ბოლო გა­ჩე­რე­ბაა, მო­მა­ტე­ხა ფრთე­ბი, რომ ვე­ღარ ავფრინ­დე და მეც ამას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვღე­ბუ­ლობ”, – გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა “ფორმულას” გადაცემაში “ყვითელი ყუთი”.

Cesko