“ამერიკისთვის უკრაინასაც და საქართველოსაც საზარბაზნე ხორცზე მეტი ფასი არა აქვს ” – ხათუნა ხოფერია

0
572
29 Views

“ბაკურიანის შეხვედრიდან- ევროპარლამენტის რეზოლუციამდე… და მას შემდეგ….

6-8 აპრილს ბაკურისნის Rooms Kokhta-ში ჩატარდა შხვედრა, რომელსაც (პირდაპირ ვიტყვი, რადგან აღარ არის მოკრძალებული სახელების შერჩევის დრო) საქართველოს მტრები ესწრებოდნენ. კერძოდ- ხატია დეკანოიძე, ბათუ ქუთელია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები. ამ შეხვედრის მთავარი გმირი, მთავარი მოქმედი პირი, ტრენერი და მოდერატორი იყო პიტერ აკერმანი -ამერიკელი პოლიტტექნოლოგი, რომლის უშუალო ჩარევით მოხდა ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა.
ბაკურიანის “სხადნიაკის” გარშემო მრავალი ვერსია და ვარაუდი გავრცელდა, მაგრამ ევროპარლამენტის ე.წ. რეზოლუციამ მათი შავ- ბნელი სურვილები სააშკარაოზე გამოიტანა. ბაკურიანში დაგეგმილს, ევროპაში დაწერილმა რეზოლუციამ ხორცი შეასხა.
20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა ნაციონალების ორი დაჯგუფებაა. პირველი, „სირცხვილია,“ უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ორგანიზაცია, რომლის არსებობა მართლაც სირცხვილია და მეორე დაჯგუფება- „ტალღა“ რომელიც სწორედ ბაკურიანის შეკრებაზე შექმნეს დაახლოებით ისე და იმ მიზნებისთვის, როგორც თავის დროზე შექმნეს ავად სახსენებელი “კმარა”.
ევროპარლამენტის რეზოლუციამ შავით თეთრზე ჩამოაყალიბა მთავარი მოთხოვნა – გაათავისუფლონ სააკაშვილი და გვარამია!
შემდეგი ნაბიჯები ადვილად მისახვედრია- აგრესიული აქციები და არეულობა ქვეყანაში! ომი და შიმშილი საქართველოში!
და კიდევ ორი რამ! მთავარი და თეთრი ძაფით ნაკერი-
1. ბიძინა ივანიშვილის ჩათრევა ამ პროცესებში! მისი დასჯის მიზნით!
2. ხელისუფლების დამხობა!
ვფიქრობ, საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, საიდან იმართება ეს პროცესები! ჩვენი ქვეყნისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გამავალი მოვლენები.
ახლა,უკრაინაში მიმდინარე ომს გადავხედოთ და ამ გადმოსახედიდან შევაფასოთ ევროკავშირის დამუკიდებლობის ხარისხი.
დიახ, ის ნულის ტოლია! ზუსტად ისევე, როგორც უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების! ანუ მისი სუვერენიტეტი ზუსტად ნულის ტოლია.
ყველაფერი ისევ ამერიკის ხელიდან იმართება!
ამერიკა, უკრაინის ომით, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ევროპას აზარალებს. 2008 და 2014 წლების ომებითაც, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ყველაზე მეტად ხომ სწორედ ევროპა დაზარალდა.
დიახ, ჩემო კარგებო, ჩვენ არ ვცდებით როდესაც ვფიქრობთ, რომ 2008 წელსაც ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთისთვის სწორედ ამერიკელებმა ჩაგვაბარებინეს, რითაც, ერთი მხრივ, რუსეთის იმიჯი დააზიანეს და მეორე მხრივ, ევროპის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენეს.
ფაქტია, რომ მაშინ ამერიკელებმა ზემოთ თქმულ ორივე მიზანს წარმატებით მიაღწიეს.
და რაოდენ სამწუხარო და დამამცირებელია ის, რომ დღესაც, მეორე ფრონტისკენ ზუსტად იგივე მიზნით გვექაჩებიან. უნდათ, რომ რუსეთის იმიჯს კიდევ უფრო მძიმე ზიანი მიაყენონ და უკრაინაში სამხედრო წინსვლა მცირედით მაინც გაურთულონ.
საქართველო?
რას მოუტანს მეორე ფრონტი საქართველოს?
ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ.
ამერიკისთვის უკრაინასაც და საქართველოსაც საზარბაზნე ხორცზე მეტი ფასი არა აქვს.
P.S.
მადლობა ღმერთს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების აყირავება და საკუთარი აგენტურით მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხეს, თორემ დღეს უკრაინაზე ბევრად უფრო მძიმე დღეში ვიქნებოდით.
არ არსებობს მშვიდობაზე უფრო დიდი ბედნიერება!
არ არსებობს სამშვიდობო პოლიტიკაზე უფრო გონივრული პოლიტიკა!
ღმერთი ჩვენკენ!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!

ხათუნა ხოფერია; სოციალური ქსელი

Cesko