38 Views
ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო (NASA) იწყებს დამოუკიდებელ კვლევას, რათა ამოუცნობი საჰაერო ფენომენების საკითხი შეისწავლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და $100,000-ზე მეტი არ ღირს, მიზნად ისახავს, გამოიკვლიონ, რა ინფორმაცია არსებობს ამ დროისთვის და კიდევ რა არის საჭირო ცაში დანახული აუხსნელი საგნების შესასწავლად.
სააგენტო ამტკიცებს, რომ „ამოუცნობი ფენომენი, რომელიც ატმოსფეროს უკავშირდება, საინტერესოა როგორც ეროვნული, ისე – საჰაერო უსაფრთხოებისთვის“.
„ჩვენ არ გავურბივართ რეპუტაციულ რისკს. მტკიცედ გვწამს, რომ ამ ფენომენის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ძალიან მწირი მონაცემები გვაქვს“, – აცხადებენ NASA-ში