“დალოცვილო, მიგეღოთ შეწყალების გადაწყვეტილება” – ჩარკვიანი პრეზიდენტს

June 12, 18:34
0
456

მინდა, სალომე ზურაბიშვილს ვკითხო – ქალბატონო სალომე, ეს ხელისუფლება თქვენ თუ გბლოკავთ, წარმოიდგინეთ, პოლიტპატიმრები რა დღეში ეყოლებათ და დალოცვილო, მიგეღოთ შეწყალების გადაწყვეტილება?! თუ პრეზიდენტის ინსტიტუციას ასე ბლოკავენ და ქალბატონ სალომეს ასე უდიერად ექცევიან, რა, ქალბატონმა სალომემ არ იცის, რომ მას თუ ასე ექცევიან, საქართველოში ერთ-ერთ უპირველეს ინსტიტუციას, მაშინ რა დღეში ეყოლებათ გვარამია, სააკაშვილი და სხვა პატიმრები, სხვათა შორის?!

ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

Cesko