36 Views
ფოტო – პუბლიკა
თსუ-ის სტუდენტურმა მოძრაობამ რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავა.
ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ. სტუდენტები ასევე მოითხოვენ ცვლილებას რექტორის არჩევის წესშიც. მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 38-კაციანი აკადემიური საბჭოს ნაცვლად, რექტორს უნდა ირჩევდეს ამავე უნივერსიტეტის პროფესორთა სრული უმრავლესობა, პირდაპირი, ფარული კენჭისყრით.
შესაბამისად, მათი სხვა მოთხოვნებია:
1. გადადგეს რექტორი და შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი!
2. დაუყოვნებლივ ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი!
3. აშენდეს საერთო საცხოვრებელი!
4. შეიცვალოს ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატი!
წყარო – პუბლიკა