ლევან ბატონო! მეფე ერეკლეს კრიტიკით ვერ გაძეხით და ჟიული შარტავას წარსულს გადაწვდით, ეჭვქვეშ დააყენეთ მისი ეროვნული გმირობის ამბავი… – ლაშა ამირეჯიბი ლევან ბერძენიძვილს

June 10, 11:36
0
2293

პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილს მიმართავს:

ლევან ბატონო! მეფე ერეკლეს კრიტიკით ვერ გაძეხით და ჟიული შარტავას წარსულს გადაწვდით, ეჭვქვეშ დააყენეთ მისი ეროვნული გმირობის ამბავი… რადგან კომუნისტი იყო აუცილებლად მექრთამე ან კორუმპირებული უნდა ყოფილიყო…

ბედნიერებაა ის, რომ თქვენს წარსულს, ქართული საზოგადოება ეჭვქვეშაც კი ვერ დავაყენებთ იმდენად ჭუჭყიანი წარსულის პატრონი ბრძანდებით. საბჭოთა სუკ-ის აგენტი ბრძანდებოდით და გავარვარებული (&&&&) ჯერ კიდევ 70-80 წლებიდან.

კარგად მახსოვს თქვენი აღიარებითი და მადლობის წერილი, სადაც თქვენ, ლევან ბერძენიშვილი ბატონ მირიანაშვილის სახელზე წერთ, რომელიც იმ დროს საქართველოს უშიშროებაში დიდ თანამდებობას იკავებდა, როგორ უხდიდით მას მადლობას იმისთვის, რომ მან, როგორც მამამ ისე მიგიღოთ, დაგარიგათ, თვალები აგიხილათ, ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენათ…იქვე, იმავე წერილში წერთ, რომ როგორც კი თქვენ ბატონი ლევან ბერძენიშვილი დატოვებთ უშიშროების ჯურღმულებს, სასწრაფოდ შეუერთდებით საბჭოთა საქართველოს კომ-პარტიის რიგებს და მუხლებს გადაიტყავებთ საბჭოთა კომუნისტური საქართველოს ლოცვაში და დაუღალავად იშრომებთ მისი ბედნიერებისთვის..
აქვე მინდა, რამოდენიმე სიტყით გავიხსენო ბატონი ჟიული შარტავა, რომელიც ჩემ თვალ წინ 28 სექტემბერს გამთენიისას შებრუნდა უკვე დაცემულ სოხუმში გურამ გაბისკირიასთან ,მამია ალასანიასთან და სხვებთან ერთად. მაშინ, როდესაც მებრძოლები ვტოვებდით დაცემულ სოხუმს.. ბატონო ლევან, სანამ ადამიანს ლაფში ამოსვრით, და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებთ უმჯობესია დაფიქრდეთ ,რამდენად შეესაბამება თქვენი ბრალდებები რეალობას.

Cesko