„ძალიან მიჭირს შვილებს ვუთხრა, რომ…” – რას აცხადებს ნიკო კვარაცხელიას დედა?

0
561
94 Views

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე “ბაიასთან” ინტერვიუში შვილის მკლელობაზე საუბრობს.

“როგორი სათქმელია, რომ თავისი წარმატებული ძმა, რომლითაც ამაყობდნენ, ვამაყობდით მშობლები საკუთარ ქვეყანაში მოგვიკლეს, მოგვიკლეს ისე რომ პასუხის გამცემიც არავინ არ იყო ამაზე.

ის ახალგაზრდები, რომლებიც მოიაზრებიან დამკვეთებად, ეს ჩვენ მკვლელის აღიარებიდან ვიცით, თურმე შუაგულ ქალაქში დღესაც დადიოდნენ. ძალიან მიჭირს შვილებს ვუთხრა, რომ ზუსტად იგივე ემოციით გააგრძელონ ქვეყნის სიყვარული. ეს არის ურთულესი”, – ამბობს იზა ომაძე ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს “კრიმინალური ავტორიტეტის” გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.

Cesko