სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

0
652
27 Views

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მი­მარ­თავს, ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლოს.

ომ­ბუდსმე­ნის ოფი­სი ნიკა გვა­რა­მი­ას გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს მსჯე­ლო­ბა რო­გორც მსჯავ­რდე­ბის, ისე – სას­ჯე­ლის გან­სა­ზღვრის კუ­თხით და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია.

‘სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა შე­ის­წავ­ლა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2022 წლის 16 მა­ი­სის გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლი­თაც “რუს­თა­ვი 2-ის“ ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია სსკ 220-ე მუხ­ლის 2 ეპი­ზოდ­ში იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი. გა­ნა­ჩე­ნის შეს­წავ­ლის შე­დე­გად სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­აჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლოს მსჯე­ლო­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია რო­გორც მსჯავ­რდე­ბის, ისე – სას­ჯე­ლის გან­სა­ზღვრის კუ­თხით.

ე.წ. რეკ­ლა­მე­ბის გა­ყიდ­ვის ეპი­ზო­დი – გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად, ნიკა გვა­რა­მი­ამ ჩა­ი­დი­ნა სა­წარ­მოს, ტ/კ “რუს­თა­ვი 2-ის“ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა იმით, რომ 2015 წელს, კომ­პა­ნი­ის მარ­თვის დროს შეც­ვა­ლა რეკ­ლა­მის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, რი­თიც კომ­პა­ნი­ამ არ მი­ი­ღო უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი.

ცხა­დია, ნე­ბის­მი­ე­რი სა­მე­წარ­მეო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­წარ­მეო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო პი­რის დას­ჯა არ­ღვევს კა­ნო­ნი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პის მთა­ვარ ელე­მენტს – ნორ­მის გან­ჭვრე­ტა­დო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თლოს სა­ერ­თოდ არ გა­ნუ­ხი­ლავს, თუ რა შემ­თხვე­ვებ­ში წარ­მო­შობს კორ­პო­რა­ტი­უ­ლი დარ­ღვე­ვა და­ნა­შა­ულს და პირ­და­პირ ას­კვნის, რომ დი­რექ­ტორ­მა არა მხო­ლოდ და­არ­ღვია ფი­დუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ ჩა­ი­დი­ნა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ბრა­ლე­უ­ლი ქმე­დე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მე­ნე­ჯე­რის დას­ჯა მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის, როცა სა­სა­მარ­თლო ვერ ასა­ბუ­თებს მის პი­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბას, თაღ­ლი­თო­ბას, ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ან სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას.

ე. წ. მან­ქა­ნის ეპი­ზო­დი – შე­ე­ხე­ბა ტ/კ “რუს­თა­ვი 2-ის“ სა­რეკ­ლა­მო ეთე­რის გა­ყიდ­ვას სა­ბაზ­რო ფას­ზე ნაკ­ლებ ოდე­ნო­ბად 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­სა­მარ­თლოს თა­ნახ­მად, ამის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და დი­რექ­ტო­რის პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რომ სა­ნაც­ვლოდ რეკ­ლა­მის განმთავ­სე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან მის მე­უღ­ლეს მფლო­ბე­ლო­ბა­ში მი­ე­ღო ავ­ტო­მან­ქა­ნა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ჩენ­ში ვერ ვხვდე­ბით ფი­დუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და სა­კორ­პო­რა­ციო-სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის თუნ­დაც გაკ­ვრით ხსე­ნე­ბა­საც კი. ერ­თა­დერ­თი, რა­საც სა­სა­მარ­თლო ად­გენს ის არის, რომ კომ­პა­ნი­ის მიერ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ბაზ­რო ფას­ზე ნაკ­ლებ ანა­ზღა­უ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სა­მე­წარ­მეო გან­სჯის წე­სი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის სა­კორ­პო­რა­ციო ში­ნა­არსში შეს­ვლის გა­რე­შე, გა­უ­გე­ბა­რია, თუ რო­გორ შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლოს, მხო­ლოდ ფა­სებს შო­რის სხვა­ო­ბის დად­გე­ნით, გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს უხე­შად აზი­ა­ნებ­და.

ასე­ვე, სრუ­ლად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხი­სა და ზო­მის გა­მო­ყე­ნე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა. სა­სა­მარ­თლო მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა სას­ჯე­ლის სა­ხის (თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა) გან­სა­ზღვრის და­სა­ბუ­თე­ბის დროს და სა­ერ­თოდ არ მი­უ­თი­თა, თუ რა­ტომ შე­უ­ფარ­და ბრალ­დე­ბულს 3.5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნა მეტი ან ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბა, რა­საც სსკ 220-ე მუხ­ლის დის­პო­ზი­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

სა­სა­მარ­თლომ არ გა­მო­ი­ყე­ნა ჯა­რი­მა (რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნა პირ­ველ ეპი­ზოდ­ში) ან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა (და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი მი­ზე­ზით) და და­ნიშ­ნა სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი ეპი­ზოდ­ში, სა­დაც გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნი პირ­ველ ეპი­ზოდ­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 100-ჯერ ნაკ­ლე­ბი იყო. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2017-2021 წლებ­ში ამ მუხ­ლით მსჯავ­რდე­ბი­სას სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ეპი­ზო­დი – გა­ნა­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი მო­ნაკ­ვე­თია, სა­დაც სა­სა­მარ­თლოს მსჯე­ლო­ბა შე­ი­ცავს მი­თი­თე­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო-სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებ­ზე. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ სწო­რედ ამ ეპი­ზოდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მარ­თლდა.

თუმ­ცა, სა­გუ­ლის­ხმოა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მდგე­ნე­ლის მქო­ნე უკვე მე­ო­რე საქ­მე­ში (პირ­ვე­ლი იყო მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და სხვე­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მე) გვხვდე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­ვე შე­ფა­სე­ბით, არის ბუნ­დო­ვა­ნი და არ შე­ი­ცავს უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. მსგავ­სი სიმ­ძი­მის ბრალ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის მქო­ნეა, რის გა­მოც, პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა ევა­ლე­ბა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში – სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მარ­თლებ­რივ კი­თხვა­ზე პა­სუხს თავი აა­რი­და. შე­სა­ბა­მი­სად, ნიკა გვა­რა­მი­ას მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი, სა­მარ­თლებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბის, ანა­ლი­ზი­სა და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის უკი­დუ­რე­სი სიმ­წი­რის გამო, შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც არ­სე­ბი­თად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი. სა­ერ­თოდ არ იმ­სჯე­ლა, თუ რა შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ნე­ჯე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვად რე­ლე­ვან­ტუ­რი და რა­ტომ იყო ეს შემ­თხვე­ვა ამ გან­ზო­მი­ლე­ბის მქო­ნე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცველს მო­ცე­მულ საქ­მე­ზე წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და დე­ტა­ლუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის შემ­ცვე­ლი ‘სა­სა­მარ­თლოს მე­გობ­რის“ მო­საზ­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლო და­ეყ­რდნო ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბით მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. და ბო­ლოს, მო­სა­მარ­თლემ არ და­ა­სა­ბუ­თა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის არც სახე და არც ზომა.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან წი­ნამ­დე­ბა­რე გა­ნა­ჩე­ნი წარ­მო­ად­გენს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პი­სა და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბის სტან­დარ­ტის უხეშ დარ­ღვე­ვას, ‘სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 21-ე მუხ­ლის ‘თ“ ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა“, – ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Cesko