ჩემზე სამჯერ დიდი იყო, ყველა დაეღუპა, მაგრამ უნდა ვიცოცხლო, შვილიშვილებისთვის მაგალითი უნდა ვიყოო… – გიორგი ღოღობერიძის ემოციური შეხვედრა

0
609
35 Views

უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში უკრაინელ პაციენტთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას ემოციურ პოსტს ურთავს თან.

ღოღობერიძე წერს, თუ როგორ იბრძვის ონკოლოგიური დაავადებით დაავადებული უკრაინელი მოხუცი შვილიშვილების გამო სიცოცხლისთვის.„სამშაბათობით ონკოლოგიურ პაციენტებს ვიღებ. ხალხი ბევრი იყო, ყველა რიგს იჭერდა. ეს ბებო თავისთვის მშვიდად იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პირველი უნდა შემოსულიყო, სხვებს დაუთმო, თქვენ უფრო გჭირდებათ ექიმთან დროული შესვლაო. გავიდა დრო და როგორც იქნა, ისიც შემოვიდა. ასაკით ჩემზე 3-ჯერ დიდი იყო, შემოვიდა თუ არა, ბევრი მეხუტა. ყველა ვინც ძვირფასი ჰყავდა, დაეღუპა, მარტოდ იყო დარჩენილი, მაგრამ უნდა ვიცოცხლო, რომ შვილიშვილებისთვის მაგალითი ვიყოო. ჩვენ მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას სიყვარულით ამაყად ვებრძვით და არ გვეშინია!”, – წერს გიორგი ღოღობერიძე.

Cesko