“დასავლეთში ვერ გათვალეს და ბუმერანგი მიიღეს მტკივნეულ ადგილას” – მარია ზახაროვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე

0
507
31 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთში ანტირუსული სანქციების ავტორებმა არასწორად გათვალეს და ვისაც სურდა რუსეთის ეკონომიკა შეერყია, ბუმერანგი მიიღეს მტკივნეულ ადგილას.

„დასავლურ მედიაში სულ მეტი იწერება, როგორ ვერ გათვალეს ეკონომიკურმა სტრატეგებმა ვაშინგტონში, ლონდონსა და ბრიუსელში. წერენ, სანქციები რამდენად უსარგებლო აღმოჩნდა. რომ ზარალს მათ აყენებს, ვინც ისინი შემოიღო” , -წერს ზახაროვა „ტელეგრამ არხზე”.

მისი თქმით, დასავლეთში ოცნებობდნენ, რომ რუსეთის ეკონომიკა დაზიანდებოდა.

„შერყეული ეკონომიკა, ხელისუფლების შერყეული რეიტინგები, საეჭვო ელექტორალური პერსპექტივები. ოცნებობდნენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთში იქნებოდა? – ვერ გათვალეს და ბუმერანგი მიიღეს მტკივნეულ ადგილას. გვინდა, რომ ვიყვიროთ: ავტორი სცენაზე!” , – წერს ზახაროვა.

Cesko