“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერების მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ ირაკლი ხომასურიძე დააკავა

0
584
117 Views

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერების მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. 126-ე მუხლით დაკავებულია ირაკლი ხომასურიძე.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმის შესახებ ხათუნა სამნიძემ და დავით ბერძენიშვილმა დღეს განაცხადეს. მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე თავს მათ 2 პირი დაესხა, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა, ორივე პირი პოლიციის მანქანით გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

პოლიტიკოსები მომხდარს პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას უწოდებენ.

Cesko