“ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს რას ირჩევს, ბიძინა ივანიშვილს თუ ევროპულ მომავალს” – ევროპარლამენტარების ღია წერილი

June 6, 21:08
0
457

ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოს ევროკავშირში გაწევრინების კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიას, ოპოზიციასა და საქართველოს ხალხს ღია წერილით მიმართავენ: გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას:

“ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია წარადგენს ნანატრ რეკომენდაციებს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ. ამის შემდეგ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ევროსაბჭოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამ პროცესის შედეგების პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და ქართველ ხალხს, რომ არ დარჩეს იმედგაცრუებული იმ შემთხვევაში, თუ შედეგები ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, თუმცა ამის ნაცვლად, საბოლოოდ გააერთიანონ ძალები საერთო სამუშაოსთვის, რომ საქართველო ევროკავშირამდე მიიყვანონ.

დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სათავეში იდგა. რამდენიმე წლის წინ, აკადემიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იყო
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, დასავლეთ ბალკანეთის შეფასების შემთხვევაშიც კი. თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში გაბატონებულია აღქმა, რომ საქართველოში ვითარება ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუარესდა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ამჟამინდელმა მთავრობამ სათანადო სამუშაო არ გააკეთა, რომ საქართველი ევროკავშირში ინტეგრაციის წინა პლანზე ყოფილიყო. ამან ასევე გაართულა ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს მეგობრების მუშაობა.

შედეგად, გარე თვალის დაკვირვებით, ამ დროისთვის არსებული სურათი საკმაოდ ბნელია. ოლიგარქიზაცია და შესაბამისად პოლარიზაცია საქართველოში რჩება მაღალი და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხთან დემოკრატიული არჩევნებით. მაგალითად, მოლდოვას ჰქონდა მსგავსი პრობლემები პლახატნიუკთან და დოდონთან, მაგრამ მან შეძლო მათი მოგვარება დემოკრატიული არჩევნების გზით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. გახსოვთ ალბათ, როგორ იმოქმედა უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის
იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე. აქედან შეიძლება გამოსავალზე დასკვნების გამოტანა. სამწუხაროდ, ევროკავშირის უმაღლესი დონის უპრეცედენტო მცდელობის მიუხედავად, ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური ჩიხების გადაჭრას და პროევროპული დღის წესრიგის გატარებას, “შარლ მიშელის შეთანხმება” ამ დრომდე არ შესრულებულა.

უფრო მეტიც, სწორედ მაშინ, როცა კომისიამ დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის მფლობელს სასჯელი გამოუტანეს, რამაც კიდევ ერთი ბნელი ლაქა შესძინა საქართველოს სურათს.

გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ძნელი გასაგებია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინასა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე. უკრაინელები იცავენ არა მხოლოდ მათ ტერიტორიას და სახლებს, არამედ ასევე დემოკრატიას, თავისუფლებსა და ევროპულ ღირებულებებს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. უკრაინა იმსახურებს თითოეული ჩვენგანის ურყევ მხარდაჭერასა და იმის უბრალოდ გაგებას, რომ უკრაინა ასევე ხსნის კარებს მოლდოვასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხიც ასე ფიქრობს.

საერთოდ, ხანდახან, არ შეიძლება არ ვიფიქროთ, რომ ვიღაც საქართველოში მმართველი წრიდან აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის და ეს იქნება გამარჯვება პუტინის რეჟიმისთვის.

ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება. არსებობს ნათელი ისტორიული მაგალითები, როცა არადემოკრატიული ტენდენციები, არამხოლოდ მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირმა, არამედ ამან შეაჩერა მისი EU-ში გაწევრიანება.

ეს მოხდა სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევიანებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის ვლადიმერ მეჩიარის დროს. მეჩიარის ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ და სლოვაკეთში ადამიანის უფლებების ცუდმა ცნობებმა განაპირობა ის, რომ 1997 წელს ქვეყანამ არ მიიღო მოწვევა შეერთებოდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ჯგუფს, რათა დაეწყო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ჯგუფს, რათა დაეწყო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, დემოკარტიის დეფიციტის გამო. იმ დროს, სლოვაკეთის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერდა მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის მიუხედავად, მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა გაწევრიანებისთვის საკმარისი არ არის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საკმარისად უნდა იყოს ფესვგადგმული აპლიკანტ ქვეყანაში მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად.

მხოლოდ მაშინ, როცა 1998 წელს, არჩევნები წააგო, შეიძლება დაიწყოს პირველი გაწევრიანების ჯგუფთან დაახლოების პროცესი. ახალ მთავრობას მიკულაშ ძურინდას მეთაურობით ძალიან რთული ამოცანა ჰქონდა გამოესწორებინა სლოვაკეთის შელახული საერთაშორისო იმიჯი და დაემტკიცებინა, რომ მეჩიარის ეპოქის ყველა ხარვეზი გამოსწორებული იყო. მათ მიაღწიეს წარმატებას და 2004 წლიდან სლოვაკეთი ევროკავშირის წარმატებული წევრია.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვით დარწმუნების საკითხი, ეს ეხება რეალურ ვალდებულებებს და ერთიან ძალისხმევას, რომელიც უნდა აჩვენოს საქართველოს მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა თბილისში ხდება და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს დემოკრატიული გზები, რომ ის გადასცეთ სხვებს, ყველაფრის ფასად სკამებზე მოჭიდების გარეშე. მეორეს მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ ცალკეულ საკითხებზე მაღლა დადგეს და საქართველოს მოსახლეობას შესთავაზონ ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია და გამოიჩინონ სანდო ლიდერობა, რაც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად.

თუ არა, საქმე შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუწიოს გადაწყვიტოს რას ირჩევენ – ამჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ლიდერობით, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს”, – ვკითხულობთ წერილში.

Cesko