ალბანეთში გამართულ ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ CrystalSport-თან ისაუბრა.
რა თქვა ლაშა ტალახაძემ?
„დავიწყებ იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 2-3 კვირა მქონდა. პირველად, ჩემს სპორტულ კარიერაში სერიოზული ტრავმა მქონდა. ევროპის ჩემპიონატამდე 1 თვით ადრე დამიდგინდა ფეხის კუნთის ნაწილობრივი გაგლეჯა. რეაბილიტაციას ახლა უნდა ვიწყებდე, მე კი შეჯიბრზე გამოვედი. ეს ყველაფერი ჩვენი ექიმების წყალობით მოხდა, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო.
ტრავმა 1 თვის წინ მივიღე და იქამდე შესანიშნავ ფორმაში ვიყავი. არაუშავს, წინ მსოფლიო ჩემპიონატია და მაქსიმალურად ვეცდები საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას. ჩემი სომეხი მეტოქეები კარგად გამოვიდნენ. ჩემი ტრავმის შესახებ იცოდნენ და ეგონათ, რომ გამარჯვება მათ დარჩებოდათ. ყოველ შემთხვევაში ასე გეგმავდნენ..“