„ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“ – ლევან რატიანი მერაბ სეფაშვილის მდგომარეობაზე

0
696
30 Views

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საავადმყოფოში გადაყვანილი მომღერლის, მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე “პრაიმტაიმს” ესაუბრა.

მედიკოსის თქმით, მერაბს ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს, თუმცა ის იმედოვნებს, მედიკოსები მომღერლის მდგომარეობის მართვას შეძლებენ.

“მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ჟანგბადდამოკიდებულია, პნევმონია და სეფსისი აქვს. ახლა, სტაბილურად მძიმეა, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, გონებაზე არის, ამ წუთასაც მასთან ვიყავი…” – განმარტავს ლევან რატიანი.

Cesko