“შსს, ამ ყველაფერს მოხერხება ხომ უნდა?” – 3 დღეში მიყოლებით გაძარცვული სოფლები

June 4, 01:18
0
805

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

სოფელში, ჭიშკრის წინ გადასასვლელი სპეციალური რკინები დაგვპარეს მეზობლების ნაწილს.

არავინ გამკითხავი. არავინ პატრონი.

რა უნდა ვქნა, არ ვიცი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალი ყვავის რეგიონში. დაკავებული არავინაა, დაბრუნებული არაფერია. რა უნდა ვქნათ მოსახლეებმა?

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Tianeti Municipality მეგობრებო, რა შეიძლება გაკეთდეს?

ე.ი. აღმოჩნდა რომ ათობით სახლის შესასვლელია რაიონში ასე გაძარცვული – ტოლაანთსოფელი-ნაქალაქრის სოფლებიდან დაწყებული, ხევსურთსოფელ-საყდრიონის სოფლებით გაგრძელებული.

და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი კარგა ხანია მიმდინარეობს, ჩვენს სოფლამდე მოვიდნენ ოღონდ ბოლო სამ დღეში (სამშაბათს საღამომდე აქ ვიყავი).

ეს რაც უკვე გავიგე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ამ ყველაფერს მოხერხება ხომ უნდა?

Cesko