“ჩაი და­მა­ლე­ვი­ნა, რამ­დე­ნი­მე ანეკ­დო­ტი მო­ვუ­ყე­ვი… ცოდ­ვა ჩვენს თავ­ზე თუ და­ვი­დეთ, მერე დედა შვილს ვერ აიყ­ვანს” – კიკაბიძემ სააკაშვილი მოინახულა

June 2, 19:17
0
334

მომ­ღე­რალ­მა ბუბა კი­კა­ბი­ძემ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში” მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა. კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი “სე­რი­ო­ზუ­ლად არის ავად”.

“ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ჩვენ ყვე­ლა ნა­მუ­სახ­დი­ლე­ბი ვართ. ჩვენ ტან­კით გა­დაგ­ვი­ა­რეს. არ შე­იძ­ლე­ბა ასე. ამი­ტომ მი­შას ვუ­სურ­ვებ მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, ნი­კას მალე გა­მოს­ვლას. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად არის ავად. პრე­მი­ერს მინ­და ვუ­თხრა, ჩვენს ე.წ. პარ­ლა­მენტს, რომ ძა­ლი­ან ცუდ ამ­ბავ­ში ყო­ფენ თავს, მი­შას ავად­მყო­ფო­ბას­თან და ნი­კას და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ივა­ნიშ­ვილს ვე­ტყო­დი, რომ მას ახლა თა­ვის პრობ­ლე­მე­ბი ეწყე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, ჯო­ბია თა­ვის საქ­მეს მი­ხე­დოს და თავ­ზე არ და­იმ­ხოს ეს ცუდი ამ­ბა­ვი, რა­ზეც ჩვენ ახლა ვსა­უბ­რობთ მი­შას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი ზღვა­რი. ამი­ტომ, მე მგო­ნი, თუ კი­დევ რა­ი­მე აქვს ადა­მი­ა­ნო­ბის, გა­უშ­ვე­ბენ,” – გა­ნა­ცხა­და კი­კა­ბი­ძემ.

ბუბა კიკაბიძემ ასე­ვე ისა­უბ­რა ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე.
“ჩაი და­მა­ლე­ვი­ნა, რამ­დე­ნი­მე ანეკ­დო­ტი მო­ვუ­ყე­ვი, მგო­ნი, სას­წრა­ფოდ წა­საყ­ვა­ნია, თუ ქარ­თვე­ლებ­მა ეს ცოდ­ვა ჩვენს თავ­ზე და­ვი­დეთ, მერე დედა შვილს ვერ აიყ­ვანს. ადრე რომ ვი­ყა­ვი ზე­ლენ­სკის­თან, იმან მე­სა­მე დღეს­ვე გა­მო­აგ­ზავ­ნა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი. მე მინ­და ვთხო­ვო ზე­ლენ­სკის, თუ ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დი, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც თქვას თა­ვი­სი აზრი მი­შას გა­დაყ­ვა­ნა­ზე. მინ­და ვუ­თხრა ჩვენს ე.წ. პარ­ლა­მენტს, რომ მი­შას ავად­მყო­ფო­ბა­სა და ნი­კას და­ჭე­რას­თან და­კავ­შრე­ბით ძა­ლი­ან ცუდ ამ­ბავ­ში ყო­ფენ თავს.” – გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

კი­კა­ბი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ა­კაშ­ვილს თავ­დებ­ში ნე­ბის­მი­ერ დროს და­უდ­გე­ბა.

Cesko