“დიდი ილიას ღია წერილი გოგა ხაინდრავას და შალვა რამიშვილს!…” – დავით მხეიძე

June 2, 12:46
0
810

დიდი ილიას ღია წერილი გოგა ხაინდრავას და შალვა რამიშვილს!…
რატომ? რის გამო გახდა ერთი რიგითი ქართველი და ნაღდი თბილისელი კაცი, საქართველოს უგვირგვინო მეფის, რუსეთის „დუმა“-ს დეპუტატის, „კნიაზ“ ილია ჭავჭავაძის მაღალი ყურადღების ღირსი?

რითი და ამ ბოლო დროს, ბევრისთვის მოულოდნელად, POS-TV-ის ეთერში „სლიშკომ“ ეროვნულ, ანტი-ლიბერალურად დაიწყო „ბაზარი“…
მოულოდნელად არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთი ცხონებულმა ანანია სალუქვაძემ გაგვაცნო. (ანანიამ, რომელსაც მთელი თაობის თბილისის ქუჩა იცნობდა და მისი დიდი სამეგობროს მხოლოდ მცირე რჩეულებმა (რომელთა შორის მეც გახლდით) თუ იცოდნენ, რომ იგი ნიჭიერი პოეტი და პროზაიკოსიც იყო.
ვისაც სხვათა შორის გლდანის ჯოჯოხეთში „ლიჩნად“ ოლეგ ფაცაციამ წამებაში ამოხადა სული და ჩემდა გასაკვირად ხაინდრავას თავის ფილმში ამის შესახებ პატარა სიუჟეტიც არ სიტყვა არ დასცდენია?..) მთელი მისი შემოქმედება, ანანამ მე დაიტოვა ადრეულიც და ციხიდან გამოგზავნილიც, სერიოზული დამუშავება-კორექტირების უფლებით და ჩემი დარჩენილი წუთისოფლის მთავარი მიზანია, რომ ეგება პატარა ბროშურის სახით მაინც გამოვცე ჩემი სიყრმის ჯიგარის პატარა, მაგრამ ტევადი, სამშობლოს სიყვარულითა და მეგობრობის ჰიმნით გაჟღენთილი შემოქმედება.
მანამდე კი ორი მოთხრობის და ამდენიმე ლექსის გამოვეყნება მოვახერხე ლიტერატურულ ჟურნალ „ხელეურში“…
ფეისბუკში კი _ „რომ იყო ქუჩის ბიჭი, მაგასაც უნდა ნიჭი“_ ხომ მაგარია?..
გოგა ხაინდრავამ ყველაფერს თავისი სახელი დარქვა. მან, რომ იტყვიან, გადაუარა აშშ-ს ელჩს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბრძენ ქალბატონს უწოდებდა. სალომე ზურაბიშვილისთვის ფილარმონიაში თეთრი ვარდების თაიგულის მირთმევა ნაადრევი აღმოჩნდა, რადგანაც გენეტიკურად მოღალატე მენშევიკების პირდაპირი შთამომავალი დღეს უკვე კაპიტან ეკა გიგაურის და ეფრეიტორ ნინო ლომჯარიას გუნდში მოიაზრება. რომელსაც შეიძლება „დაავიწყდეს“ მისი ცნობილი „არა და არასოდეს“ და ქართველი ხალხის სისხლსა და ცრემლში მოვასვასე ნაბიჭვარი სააკოვი, არ გამიკვირდება მალე „სვაბოდაზე“ ვიხილოთ.
ევროკავშირსაც „მოშნად“ მისცხო ნიჭიერმა კინორეჟისორმა _ 30 წლის განმავლობაში ევრკავშირის ღია კარები ჩვენ კი არ უნდა შევაღოთ, პირიქით, კოლექტიურმა დასავლეთმა (აშშ) უნდა გაიზიაროს დიადი ქართული კულტურა, რადგანაც ერთ დროს დასავლეთის დიდი კულტურიდან დღეს, მათ მთავარ ფასეულობად ლგბტ-პედერასტობაა აღიარებული. რაც ხაზგასმით აღნიშნა გოგა ხაინდრავამ _ არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა თუ შვილიშვილებმა ასე გარყვნილ გათახსირებულ საქართველოში იცხოვრონო…
ორიოდე სიყვა შალვა რამიშვილზედაც მინდა ვთქვა, რომელიც ციხეში,როგორც გაქანებული ლიბერასტი, ისე შევიდა და იქიდან, როგორც საკმარისად ეროვნულად, კაცურად მოაზროვნე გამოვიდა.
ციხეში არსებობს ასეთი გამოთქმა _ „სწორედ იჯდაო“… შალვა ჩემი სიყრმის მეგობართან ერთ საკანში ცხოვრობდა.რომლისგანაც გამიგონია, რომ ციხის დაუწერელი კანონებით ისე სწორად ცხოვრობდა, რომ „ბლატნოი“ კრიმინალებთან „ბაზარ-ვაგზალში“ არაფერი შეშლია… და წიგნები, წიგნები, აი მისთვის გარედან შეგზავნილი „პერედაჩების“ მთავარი შიგთავსი…
და ბოლოს, გოგა ხაინდრავამ…
„ სად უფრო შეინაჩუნეს ქართველებმა, ქართველობა, გნებავთ ქართული ჰაბიტუსი, რუსეთის ეგიდის ქვეშ, ანუ ერეკლეს გზით, თუ საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც გიორგიევსკი ტრაქტატის მიღმა დარჩა?
კითხვა რიტორიკულია, მაგრამ მასზე სწორი პასუხისგაცემა, ერეკლე და რუსეთი, ამის თქმა ვერავინ გაბედა.
ბოლომდე სიმართლის თქმა, რომ ვერავინ გაბედა, ამიტომ ვუხმე დიდი ილიას მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამ სიმართლეს. თქვით და თუ გეშინიათ, ილიას დააბრალეთ…
მე კი სახელად ისიც მეყოფა, რომ 2015 წლის 12 სექტემბერს აშშ-ს მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რონალდ რეიგანის ძეგლი შევღებე
რუსმა მოგზაურმა და ლიტერატორმა ე. მარკოვმა თავის წიგნში „კავკასიის ნარკვევები“ სიყვარულით აღწერა ჩვენი მხარე. მის საპატივცემლოდ გამართულ საღამოზე თბილისში 1899 წელს ილია ჭავჭავაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში თქვა:
“რატომ დავმალოთ, ჩვენ უთუოდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და რად ვიცრუოთ, ჩვენი სამშობლო რომ გვიყვარს, მხოლოდ ამიტომ გვიყვარს რუსეთიცა. ეს ასეთი ბუნებრივი ჩვეულებრივი და გასაგებია ჩვენი მამა-პაპური ზნეობისა გამო. რუსეთმა დაიფარა ჩვენი სამშობლო დარბევისა და დამცირებისაგან, იგი ამჟამადაც აშორებს მას უწინდელ ავბედობა-განსაცდელს. რუსეთმა განკურნა ჩვენი სამშობლოს წყლულნი…
ჩვენი სამშობლოს სიყვარული თვითონ არის ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც ფესვიანდება, იზრდება და ძლიერდება ჩვენი კეთილი დამოკიდებულება და ერთგულება რუსეთისადმი.”
რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ სწერდა ილია თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი, ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან.
…დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის“
„არ გიყვარდეს რუსეთი, რომელმაც ჩვენ სიმშვიდე დაგვიმკვიდრა და წინსვლის პირობები შეგვიქმნა, ეს ნიშნავს გამოამჟღავნო არა მარტო დასაძრახი უმადურობა და პოლიტიკური სიბეცე, არამედ შენი საკუთარი სამშობლოსადმი სიძულვილიც. ვისაც ნამდვილად უყვარს საქართველო, მის ბედზე გულიშესტკივა და მისი კეთილდღეობა სურს, მას არ შეიძლება არ უყვარდეს რუსეთი“.

პუბლიცისტი დავით მხეიძე; სოციალური ქსელი

Cesko