“17 წუთი ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა,ისეთი რამ მოხდა მეტროსტან რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია..”

0
689
38 Views

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ დიდუბეში ასაკოვანი კაცი ცუდად გახდა. ახალგაზრდა ბიჭმა კი მისი სიცოცხლე ხელოვნური სუნთქვის ჩატარებით გადაარჩინა.
„დიდუბის მეტროსთან ასაკოვანი კაცი ცუდად გახდა და დავარდა. რომ არა ერთი ახალგაზრდა კაცი სამხედრო ზურგჩანთით, ალბათ, გარდაიცვლებოდა კიდეც. ამ პოსტით მინდა მადლობა მოვუხადო ადამიანს, რომელიც მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, პანდემია რომ ჰქვია, 17 წუთი არ დანებდა და ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა ადამიანს, რომლის გათიშვის მიზეზიც არ ვიცოდით.
სასწრაფოს დააგვიანდა და მოქალაქეებმა სხვაგან მიმავალი სასწრაფოს მანქანა პირდაპირ ქუჩიდან მოხსნეს, თუმცა ამ დროისთვის მოხუცმა უკვე სუნთქვა დაიწყო… ამ პოსტს მინდა ამ ახალგაზრდა ბიჭის ფოტოები დავურთო მადლობის ნიშნად. სასწრაფოს მოსვლის შემდეგ საკაცეზე გადაიყვანეს თუ არა მოხუცი კაცი, განზე დადგა და მშვიდად ადევნებდა თვალს. ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგიშალოთ, ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების გზამკვლევი !.. ჩვენი დროის გმირები”,- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

Cesko