პროკურორის განცხადებით, ძმები ფოტოსურათით ამოიცნეს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეში

0
596
32 Views

ძმები კაკულიები საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ივლისიდან, 2022 წლის 26 მაისის პერიოდში იმყოფებოდნენ, ან ამავე პერიოდში, არაერთხელ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი – ამის შესახებ დღევანდელი სასამართლო პროცესიდან გახდა ცნობილი. დაზუსტებული არ არის, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი ქვეყანაში, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს – 2021 წლის 15 სექტემბერს

.ძმებს დღევანდელ სასამართლოზე აღკვეთის სახით დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მათი ადვოკატის განცხადებით, გამორიცხავენ ყველანაირ კავშირს კვარაცხელიას მკვლელობასთან – “არანაირი შემხებლობა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან, ძმებ კაკულიებს არ აქვს” – ამბობს უფლებადამცველი.

საპირისპიროს აცხადებს კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი : – ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დღეს ძმები გურამ და დავით კაკულიები საქართველოში იმყოფებოდნენ, – თქვა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა, მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ დანაშაულში მსჯავრდებული ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ძმებ კაკულიებს გაგარინის ქუჩაზე შეხვდნენ. ოჯახი ნიკა კვარაცხელიას საქმეში ძმებ კაკულიების როლის დადგენას ითხოვს.

საგულისხმოა ის, რომ , პროკურორის განცხადებით, ძმები ფოტოსურათით ამოიცნეს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეში, თუმცა ადვოკატისთვს ეს არგუმენტი გაუგებარია, რადგან თავდამსხმელები არაყიშვილზე ჩაფხუტებით გადაადგილდებოდნენ.

როგორ და რა გზით გადმოკვეთეს საზღვარი კაკულიებმა, ამაზე მისი ოჯახის წევრები არ საუბრობენ.

მომდევნოს სასამართლო სხდომა 2 თვეში გაიმართება.

Cesko