“ნებისმიერი უბრალო რუსი მირჩევნია ამ უზომოდ განათლებულ ერის მოღალატეს! ხალხი უნდა გამოსულიყო მაგის გაძევების მოთხოვნით“ – ვისზეა გაცოფებული გივი სიხარულიძე

0
13029
51 Views

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. როგორც აღნიშნა, უკიდურესად გაბრაზებულია.

„ერთ რამეს გეტყვით და ზუსტად ისე დაწერეთ: მე შვილივით მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ კახი კალაძეს! ვხედავ, ქალაქს როგორ უვლის, ასუფთავებს და ნაგავი გააქვს…

თუმცა ძალიან ნაწყენი ვარ, რომ ლევან ბერძენიშვილი ვერ “გაიტანეს”! გაცოფებული ვარ და ზუსტად ასე დაწერეთ, რაც გითხარით, შეცვლა არ გაბედოთ! ნებისმიერი უბრალო რუსი მირჩევნია ამ უზომოდ განათლებულ ერის მოღალატეს! მეფე ერეკლე და ვაჟა-ფშაველა ერის სიდიადეა, მისი დონის პოეტი მსოფლიოს არ ჰყავს! ლევან ბერძენიშვილი მუშაობს ქართული გენეტიკის და სიდიადის დანგრევაზე!

მე ვფიქრობ, რომ საქართველო გარდაიცვალა და ყველას ვუსამძიმრებ! იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი მოღალატეები არსებობენ და ასეთ შეურაცხყოფას უბედავენ ქართველ გენიოსებს და ერი დუმს, ის ქვეყანა მკვდარია! ახლა მთელი მოსახლეობა უნდა დარაზმულიყო და ქუჩაში გამოსულიყო მაგის გაძევების მოთხოვნით“ – განუცხადა გივი სიხარულიძემ “კვირის პალიტრას”.

“კვირის პალიტრა”

Cesko