ვინც ამბობს,რომ დღეს საქართველო თავისუფალი( დამოუკიდებელი) სახელმწიფოა,ან ზედმეტად ჭკუასუსტია,ან ფარისეველი და მაგრად გვაბოლებს!
რა აზრი ჰქონდა ,დე იურე რუსეთის კლანჭებიდან თავის დახსნას,თუ ახალი მბრძანებელი მოგვევლინებოდა და მისი ” კეთილი ” ნების გარეშე, ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდით?!
ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია ‘ პრორუსული” და ” პროდასავლური” და საერთოდ ,ყოველგვარი “პრო.”
რა მოგვიტანა რუსეთმა მთელი 250 წლის მანძილზე,გასაგებია ,მაგრამ,არც პროდასავლურ,პროამერიკულ აღტკინებასაც რომ არ მოუტანია ხეირი საქართველოსთვის,ეს ბევრ ჭკუანაღრძობს და “მწვანეზე ” დაგეშილს ვერ შეგაგნებინეთ!
ეხ,ოქროს შუალედის მოძებნა გვიჭირს თანამედროვე ქართველებს და მერე სულ იმაზე ვწუწუნებთ :
რატომ ვართ ასეთ გაუსაძლის დღეში და რატომ ვერ ვპოულობთ გამოსავალს სიტუაციიდან?!
რატომ და იმიტომ!
რატომ და “პროს” ვერ ველევით და იმიტომ- ხელის და ტვინის განძრევა არ გვინდა!!!
ზაურ ნაჭყებია, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი