ვალერი მელაძე შოუბიზნესიდან მიდის, თუმცა როგორც მუსიკოსი „ინსტაგრამზე” გავრცელებულ განცხადებაში წერს, სჯერა, რომ მისი სიმღერები მსმენელის წყალობით კიდევ დიდხანს იცოცხლებს.
მელაძე ყოფილ პროფესიას უბრუნდება და ამბობს, რომ შთაგონებულია ახალი მიზნებით…
„თავისუფალ დროს მელაძევალერიანულმა ანარეკლებმა ყოფილ პროფესიაში დაბრუნების იდეამდე მიმიყვანა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურა დავამთავრე და მეცნიერებით დავკავდი, ღრმა წყლის გამწმენდის მიმართულებით.
ახლახანს გადავხედე სადოქტორო დისერტაციას და შევისწავლე ამ სფეროში თანამედროვე მიღწევები, შევიმუშავე ინსტალაცია ზღვის წყლიდან პერიოდული სისტემის სხვადასხვა ელემენტების ამოსაღებ ტექნოლოგიაზე. ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. შთაგონებული ვარ ახალი მიზნითა და შემოქმედებითი მღელვარებით.
მუსიკა ჩემს საყვარელ საქმედ რჩება, თუმცა შოუბიზნესის მიმართ ინტერესი დავკარგე. ჩემთვის სიმღერების შინაარსმა, რადიოსადგურებზე ბრუნვის რაოდენობამ, ტელეარხებზე გადაღებებში მონაწილეობამ ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სიმღერები ჩემი მსმენელის წყალობით დიდი ხანია ცოცხლობს და კიდევ დიდხანს იცოცხლებს…
ვალერი მელაძე რუსეთში ცხოვრებას აგრძელებს. პუტინის რეჟიმთან დაპირისპირების გამო, მას კონცერტებში აღარ იწვევენ. ასევე გაუუქმეს ყველა არსებული ეკრანი და რუსეთში ცისფერ ეკრანზე გამოჩენის ფუფუნება აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია, რომ მელაძემ რუსეთი დატოვა, არაერთხელ გავრცელდა, ის ისევ მოსკოვში რჩება და მეორე ოჯახთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას”, – წერს მელაძე.