ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება – ვიქტორ ორბანი

May 21, 21:25
0
411

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი, ატომურ ბომბს შეადარა. მისი თქმით, აღნიშნული სანქციები იმას გამოიწვევს, რომ მოსახლეობის გამოკვებას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ორბანმა სერბეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება და ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ ვერ შევძლებთ ჩვენი ხალხის გამოკვებას“,- განაცხადა ორბანმა.

Cesko