“საშინელება ტრიალებს, ლუ­კას დე­დაც ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია” – რა ვითარებაში მოხდა ავარია, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

0
746
56 Views

ბორ­ჯომ­ში ბოლო ზარი მსხვერ­პლით დას­რულ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ხდნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში 4 სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დი იჯდა. მათ­გან ერთი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. სამი კი და­შავ­და და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბორ­ჯო­მის კლი­ნი­კა “ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში” არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მა­თა­გან ერთი გო­გო­ნა და ორი ბი­ჭია.

ambebi.ge -ის ინფორმაციით, და­ღუ­პუ­ლი 17 წლის მო­ზარ­დი ბორ­ჯო­მის მე-3 სკო­ლის უკვე ყოფილი მოს­წავ­ლე ლუკა ლე­კი­აშ­ვი­ლია.

მოს­წავ­ლე­ე­ბი მწვა­ნე მო­ნა­ტერ­ში მო­სა­ლო­ცად იყ­ვნენ მი­სუ­ლი და რო­დე­საც უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს. ლუ­კას დე­დაც ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ინ­გლი­სურს ას­წავ­ლის. ბოლო ზარი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლო­ნა მწვა­ნე მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხა­შუ­რის­კენ მი­დი­ო­და, სა­დაც რეს­ტო­რან­ში უნდა ექე­ი­ფათ. სხვე­ბი უკვე წინ იყ­ვნენ და ეს მან­ქა­ნა უკან იყო, რა დრო­საც მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.

ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ვი­ზუ­ლა­უ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით გარ­დაც­ვლილ ბიჭს სხე­ულ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, წყალ­ში გა­და­ვარ­დნი­სას შე­საძ­ლოა გული გა­უს­კდა” – ამ­ბო­ბენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ბორ­ჯო­მე­ლე­ბი მედიასთან.

შსს- ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Cesko