“მე საქართველოს გარეშე მკვდარი ვარ! ცრემლები მახრჩობდა სანამ ვკითხულობდი…”

0
368
29 Views

პუბლიცისტი ქეთევან კალაიჯიშვილი ორი ქართველი ემიგრანტის მოკლე მიმოწერას გვათავაზობს, თავისი კომენტარით:

მე საქართველოს გარეშე მკვდარი ვარ! –მე კომენტარს არ გავუკეთებ ამ პოსტს. ამ ქალბატონებისგან ნებართვა ავიღე. ეს ჩემი საქართველოა , ისინი ჩვენი სისხლი და ხორცია , ჩვენი ტკივილია , ჩვენი დარდია. ჩემთვის ისინი ვაჟკაცები არიან. ღმერთს ვთხოვ მალე დაგვიბრუნდნენ ღვთისმშობლის წილხვედრს საქართველოში. მე ცრემლები მახრჩობდა სანამ ვკითხულობდი…
Natela Jimsheladze
დინ, 6 თვეა იტალიაში ვარ. შეჭამეს ჩემმა შვილებმა ( ქალვაჟი მყავს დასაოჯახებელი),
,,პასილკას” გამოგიგზავნით, ქართული არაფერი გენატრებაო? გამოგზავნის წინა დღესღა გავუბედე და ვთხოვე, ქართული მიწა გამომიგზავნეთ ცოტა მეთქი. (მეშინოდა თქმა, გაგიჟებულაო არ ეფიქრათ ) ხოდა 2 დღის წინ მივიღე. აქეთიქით ვყრიდი თაფლს, ჩურჩხელებს სულგუნს…. მიწას ვეძებდი, პატარა პარკით ვიპოვე, ჩავიხუტე გულში და ცხარე ცრემლებით ვიტირე… ჩემი იტალიელი ბებია და მეზობლის ქალი გამოშტერებულები მიყურებდნენ.
ნაწილი ჭიქაში ჩავყარე და ჩემი შვილების გამოგზავნილ ქართულ თაფლის სანთელს ქართულ მიწაზე ვანთებ, ნაწილი პატარა პარკში გამოკრული ,, ბულავკით” მკერდზე მაქვს მიმაგრებული ტანსაცმლის შიგნიდან.
მე საქართველოს გარეშე მკვდარი ვარ…
და მეორე ქალბატონის პასუხი
Liana Demetrashvili
Natela Jimsheladze 10 წელია ეგრე დავდივარ… 10 წელია ერთად გვძინავს… ვიღაცა დამცინებს თქო მეშინოდა.. ვისთვის როგორ და მე მოხუცი დედის სურათთან ერთად სულ თან დამაქვს
გაიხარეთ

Cesko