ექსპერტი დავით ქართველიშვილი ფეისბუქზე მორიგ პოსტს აქვეყნებს:
“ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის – “გამაგებინეთ, ეს კაცი ვინაა” – ფარგლებში, “გლავკანალის” ფილიალიდან თამუნას, გიორგის და თამთას შემდეგ, დღეს უკვე ნუგომ დამირეკა. ტრადიციულად მომიკითხა, მამცნო ჩემზე შაბათის გადაცემის თაობაზე, შეხვედრაზე თავაზიანი უარი მიიღო და გადავიდა, ტრადიციულად “ჩამჭრელ” შეკითხვებზე. მე უტრირებას მოვახდენ რა თქმა უნდა, მაგრამ შინაარსობრივად დაახლოვებით შემდეგი ხასიათისა იყო:
– მერიცხება თუ არა ФСБ-ში ხელფასი
– ვიცნობ თუ არა “პუწინს” პირადად
– კრემლი მირჩევნია, თუ სვეტიცხოველი
– რატომ ვახდენ სახლის აივნიდან რუსეთის არტილერიის ცეცხლის კორექტირებას უკრაინაში…
ჩემი მხრიდან ამომწურავი პასუხების გაცემისთანავე, ნუგოს ხმის ტემბრით მივხვდი, რომ მისთვის სასურველი ინფორმაცია ვერ მივაწოდე. მასთან თავაზიანობის ბალანსი რომ არ დამერღვია, მეც შევეკითხე: რამდენი აქვს ხელფასი, საახალწლო პრემიამ რამდენი შეადგინა, ხოლო 21 აპრილს პრემია ყველას ჩაერიცხა, თუ მხოლოდ იმათ, ვინც სააღდგომო ტროპარი იცოდა ზეპირად. ნუგოს ეწყინა – ეს რა არაკორექტული შეკითხვები არისო. ნუ…თქვენი ხომ კორექტულობის ეტალონი იყო თქო – და ამით დავასრულეთ.
არ ვიცი, რა გადაცემა გამოუვათ შაბათს, მაგრამ თუ არ მომეწონა და საკუთარ თავზე იგივე შეკითხვა დამებადა: “გამაგებინეთ, ეს კაცი ვინაა” – შეიძლება გადავაბიჯო ამ კორპორაციასთან პირადი ურთიერთობის ჰიგიენურ ზიზღს და რომელიმე მეგობარი-ადვოკატის მეშვეობით იმ ვაქჰანალიას, განუკითხაობას, სიცრუეს და ცილისწამებას, რასაც მეშვიდე წელია პერიოდულად აქვს ადგილი ჩემს მიმართ – ერთი ლარის ფარგლებში, სასამართლო გზით ბოლო მოვუღო…
P.S.: დამავიწყდა – “შავნოდარას” გადაეცით, თავისი “Don Informatore” მომიკითხოს.”
“მერიცხება თუ არა ФСБ-ში ხელფასი? ვიცნობ თუ არა “პუწინს” პირადად.. მოკლედ,შავნოდარას” გადაეცით…” – დავით ქართველიშვილი
28 Views