“რა ყველაფერი ჩვენ უნდა გასწავლოთ… მადლობას ნუ გადამიხდით…” – დავით ქართველიშვილი მედიის წარმომადგენლებს

0
410
28 Views

ექსპერტი დავით ქართველიშვილი მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ, აკრიტიკებს და წერს:

“რა ყველაფერი ჩვენ უნდა გასწავლოთ. მედიის წარმომადგენლები ამ “გრანდიოზული” აქციებით, საერთაშორისო ყურადღებას მაინც ვერ მიიპყრობთ – არსებობს უფრო ეფექტური, ე.წ. “უკრაინული” გამოცდილება, როდესაც ამ ქვეყანაში გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიამ, სწორედ რომ მედიადევნის საკითხებს დაუთმო 2021 წლის ივნისში სპეციალური ანგარიში.
ამ ანგარიშიდან, რომელიც გაეროს მონიტორინგის მისიის კვლევებს ასახავს, ჩვენ ვიგებთ, რომ:
“უკრაინის სამი ცენტრალური ოპოზიციური ტელეარხების «112 Украина», Zik და NewsOne დახურვა, ხოლო მათი ქონების დაყადაღება, უხეშად არღვევდ ადამიანის უფლებების სფეროს განკუთვნილ საერთაშორისო სტანდარტებს. 2021 წლის 2 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილმა განკარგულებამ მოქმედებაში მოიყვანა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, უკრაინის ოპოზიციის ლიდერის ტარას კოზაკის, მისი რვა კომპანიისა და სამი ტელეარხის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სფეროს განკუთვნილ საერთაშორისო სტანდარტებს და თავის დადასტურების ნაწილში, არღვევს აუცილებლობისა და პროპორციულობის ბალანს – მით უმეტეს, რომ იგი არ იყო მიღებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. გარდა ამისა, გაეროს შეშფოთებას იწვევს “მტრულ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის გამო დასჯაზე” მიმართული კანონპროექტების მიღება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აზრის თავისუფლად გამოხატვის პრინციპებსა და ასევე მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების უფლების
საერთაშორისო სტანდარტებს.
გაერომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებების დარგში უზენაესი კომისრის სამმართველო კვლავინდებურად აფიქსირებს უკრაინაში უფლებადამცველებზე, მედიის წარმომადგენლებზე და პოლიტიკურ მოღვაწეებზე თავდასხმების ფაქტებს. ხოლო განუკითხაობას და დაუსჯელობას ხელს უწყობს პოლიციური დანაყოფების მხრიდან არასათანადო რეაგირების გარემოება. გარდა ცენტრალური სამი ტელეარხისა, 5-წლიანი სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე რეგიონალური ტელეარხებიც:
«Новый формат», «Ариадна ТВ», «ТВ Выбор», «Партнер ТВ» და «Лидер ТВ»”.
სრულად გაეროს აღნიშნული ანგარიშის დედანს ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე გადასვლით
, სადაც “ოკუპანტურ” ენაზე იპოვით საჭირო ადგილას გადამისამართების საშუალებას. დამეთანხმებით, ეხლა ნიკა გვარამიაზე რომ გეჭიროთ ხელში გაეროს მსგავსი დოკუმენტი – თქვენს პროტესტს სულ სხვა ეფექტი ექნებოდა. მადლობას ნუ გადამიხდით!”

Возможно, это изображение 6 человек, люди стоят и текст
Cesko