„სუფრა გვქონდა, მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა… მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ” – როგორ და სად გაიგო ნინო ჟვანიამ მეუღლის დაღუპვის შესახებ

0
5815
18 Views

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნინო ჟვა­ნია იაგო ხვი­ჩი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში “სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბა” გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლი­სა და მისი თა­ნა­გუ­დნე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნებს.

“სუფ­რა გვქონ­და. მო­ვიდ­ნენ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, მიშა… სა­უბ­რობ­დნენ და რა­ღა­ცებს ინა­წი­ლებ­დნენ. მეს­მო­და, იმას ჩა­მო­ვარ­თმევთ, იმას ცი­ხე­ში ჩავ­სვამთ თუ არ მოგ­ვცემს… და ამა­ზე იცი­ნოდ­ნენ. მა­შინ და­ვი­ნა­ხე, რომ კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბო­და… ზუ­რამ, ალ­ბათ, უკვე ეს იცო­და, რომ აქეთ­კენ წა­ვი­დო­და ყვე­ლა­ფე­რი.

მა­შინ უკვე ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და ზუ­რას, ეს უკვე იყო ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მერე და მუდ­მი­ვად უწევ­და დაც­ვა თა­ვი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, თუ არა­ახ­ლობ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ რა­ღაც მან­ქა­ნა­ში მოხ­ვდნენ. მეს­მო­და ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რე­ბი ხან ერ­თთან, ხან მე­ო­რეს­თან, რომ ეს არ და­ი­ჭი­როთ, ის არ და­ი­ჭი­როთ. სულ ამა­ზე იყო ლა­პა­რა­კი.

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ერთი კოშ­მა­რუ­ლი წლის შემ­დეგ, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ფიქ­რობ­და წას­ვლას, მაგ­რამ იმა­საც ხვდე­ბო­და, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უნდა შე­ე­ტო­ვე­ბი­ნა ამათ­თვის და ეგ არ გა­ა­კე­თა და რაც შე­ეძ­ლო ბო­ლომ­დე აკე­თა”, – თქვა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

მან ის ღა­მეც გა­იხ­სე­ნა, როცა ზურა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს:

“არ იყო ღამე რო­დე­საც ჩვენ ერ­თად არ ვი­ყა­ვით, ან ზუს­ტად არ ვი­ცო­დი, სად იყო. ეს არ იყო ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ვსიო, წა­ვე­დი და კარ­გად იყა­ვი. და­აგ­ვი­ა­ნა მოს­ვლა და რომ და­ვი­წყე რეკ­ვა და ერთი 30-ჯერ რომ დავ­რე­კე, მერე ფე­ხით წა­მო­ვე­დი წყნე­თი­დან ნა­ხე­ვარ გზა­ზე, ღა­მის სამ სა­ათ­ზე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი იქ რაც მოხ­და, მე­რეც რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვცდი­ლობ­დი, რომ მე­ზობ­ლე­ბი გა­მო­მე­კი­თხა. რო­გო­რი არის გა­მო­ი­ძიო, როცა მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო შენ წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს.

მახ­სოვს ერთ-ერთი ბოლო ლა­პა­რა­კი, მი­შას ელა­პა­რა­კე­ბო­და და მი­შას უთხრა, ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ რამე არ და­მე­მარ­თოს თო­რემ რა გეშ­ვე­ლე­ბათ თქვე უბე­დუ­რე­ბოო. რაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­ინც, ზუ­რას აზრი იყო გა­დამ­წყვე­ტი. ზურა კი­დევ თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი იყო იმ დღი­დან როცა მე გა­ვი­ცა­ნი, ბო­ლომ­დე”, – აღნიშნა ნინო ჟვანიამ იაგო ხვი­ჩი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში “სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბა”.

Cesko