“როგორც იქნა ივანიშვილმა ფატალური შეცდომა დაუშვა”

0
661
58 Views

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს ევროპასთან ერთგვარ სავაჭრო მასალად გამოიყენებს.

მისი თქმით, იქნა ივანიშვილმა ფატალური შეცდომა დაუშვა, რადგან “სააკაშვილს ყველაფერი ეპატია დასავლეთისგან, მაგრამ მედიასთან ხელის ფათური არ ეპატია არასდროს”:

“ვფიქრობ, ივანიშვილი ქმნის ახლა იმ რეალობას, საიდანაც მას შეუძლია, მარტივად გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. მაგალითად, თუ რამეს მოითხოვენ, ის მზადაა. აგერ შექმნა პირდაპირ ვითარება, საიდანაც გამოსავალი არსებობს და მზადაა, გაათავისუფლოს, თუ ეს დაჯდება ევროპის კანდიდატობა, თუ ასეთ რამეს მოსთხოვენ. დღეს მოსალოდნელია მისგან ასეთი უტვინო ნაბიჯები. ეს იყო დიდი შეცდომა. როცა მის ფულს შეეხო საფრთხე, მან დაკარგა გონიერების ნატამალიც კი, რომელიც ჰქონდა. მის ირგვლივ განა არ არის ხალხი, ვისაც შეიძლება, რაიმე ესმოდეს, მაგრამ ამ ადამიანებს მასთან საუბრის უნარი არ აქვთ. ესაა შეთითხნილი საქმე, რომლის მსგავსი საქართველოშიც კი არ ყოფილა. ეს საქმე სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან დაინგრევა, მაგრამ ანგარიშობენ რომ ამით შექმნეს რაღაცა პრეცედენტი, რომ სავაჭრო მასალაა, რომ თითქოს ევროპა იტყვის, რომ თუ ამას გამოუშვებ, კანფეტს მოგცემ და ა. შ. მე მგონი ძალიან მცდარი კონცეფცია აქვს ივანიშვილს და როგორც იქნა მან დაუშვა მთავარი და ფატალური შეცდომა. მახსოვს კარგად, რომ სააკაშვილს ყველაფერი ეპატია დასავლეთისგან, მაგრამ მედიასთან ხელის ფათური არ ეპატია არასდროს. ამიტომ ადრე თუ გვიან, მსოფლიო ამას პასუხს გასცემს. ჩვენი იმედიც არის, რომ რაღაცნაირად ცოტა უფრო გავერთიანდეთ, მაგრამ ძაან ოპტიმისტურად ჩვენი საზოგადოების მიმართ მე განწყობილი ვერ ვარ სამწუხაროდ, სამაგიეროდ დასავლეთის რეაქციის მჯერა, რომ იქნება ძალიან სწორი. უნდა მოვიცადოთ 2–3 დღე, მოვლენ გონზე და გაკეთდება ის, რაც საჭიროა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

16 მაისს სასამართლომ “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Cesko