ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 17 მაისის საჯაროდ აღნიშვნას, ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო, წლებია ვერ ახერხებენ – ომბუდსმენი

May 17, 11:27
0
461

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან, ტრანსფო­ბი­ა­სა და ბი­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს, ეფექ­ტი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­ზე.

“17 მა­ი­სი ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან, ტრანსფო­ბი­ა­სა და ბი­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, რომ­ლის მი­ზანს ძა­ლა­დო­ბის დაგ­მო­ბა და ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ დღის სა­ჯა­როდ აღ­ნიშ­ვნას ძა­ლა­დო­ბის რის­კე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო წლე­ბია ვერ ახერ­ხე­ბენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შო იყო გა­სულ წელს “თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბის ლი­დე­რე­ბი და სხვა წევ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლგბტ+ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მათი მხარ­და­ჭე­რე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­კენ პირ­და­პირ და სა­ჯა­როდ მო­უ­წო­დებ­დნენ. 2021 წლის 5 ივ­ლისს, ღირ­სე­ბის მარ­შის დღეს, ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მიერ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თავ­დას­ხმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვერ აღ­კვე­თეს, რის შე­დე­გა­დაც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად მძი­მედ და­შავ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და ლგბტ+ თე­მის ხილ­ვა­დო­ბა და შემ­ცირ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­წყო­ბე­ბი, ამ პრო­ცესს თან არ ახ­ლავს სა­ხელ­მწი­ფოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა. უფრო მე­ტიც, სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უმოქ­მე­დო­ბა ახა­ლი­სებს ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უთა­ნას­წო­რო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში, ვერ აუმ­ჯო­ბე­სებს მათი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს და და­უც­ველს ტო­ვებს მათ ძა­ლა­დო­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის პი­რის­პირ.

მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს სი­ძულ­ვი­ლის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის დრო­უ­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხი. სა­ხელ­მწი­ფოს დღემ­დე არ აქვს შექ­მნი­ლი სი­ძულ­ვი­ლის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­თან ბრძო­ლის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია და ჰომო/ტრანსფო­ბი­ურ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­გი­რე­ბა ჯერ კი­დევ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ეფექ­ტი­ა­ნო­ბის, დრო­უ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის სტან­დარ­ტებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს და სა­ჯა­რო პი­რებს, ეფექ­ტი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი და რე­აქ­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­ზე და გა­ა­კე­თონ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს“, – სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­ნა­ცხა­დე­ბა­ში.

Cesko