„ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატოზე“ – ოპოზიციური ტელეკომპანიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

May 16, 21:14
0
583

ტელეკომპანიების წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ.

„ჩვენ, დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს: „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა დაკავება არის პირდაპირი, დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა, რომელიც პუტინის მეთოდებით იმართება. ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატოზე. ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაჭერა ამის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ, დამოუკიდებელი მედია ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე, კრიტიკული მედიის მხარდამჭერად გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ რეჟიმს უფლება, რომ მოკლას დემოკრატია და სისხლით მოპოვებული თავისუფლება“, – განაცხადა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

Cesko