ნინო ლომჯარია „იმედისთვის“ საქმიანობის ხელის შეშლაზე: ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა

0
758
34 Views

ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა და ვერ შევაფასებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „იმედისთვის“ საქმიანობის ხელის შეშლაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ჩადენილი ხელშეშლა და თუ ეს აღწევს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს და უბრალოდ არის ეთიკის საკითხი, ეს არის ეთიკის რეგულირების სფერო.

„სახალხო დამცველი იცავს იმ ადამიანებს, რომლის გამოხატვის თავისუფლებაც იზღუდება სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული და სახეზეა დანაშაულის ნიშნები, ვფიქრობ, შეგიძლიათ მიმართოთ ახალ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც ეს ფუნქციები გადაეცა პროკურატურისგან. თუ ის უარს იტყვის ამ საქმის გამოძიებაზე, ან თუ იქნება დარღვეული თქვენი უფლებები ამ სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან, შეგვიძლია შემდეგ ჩავერთოთ და მოვახდინოთ რეაგირება. თუ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ჩადენილი ხელშეშლა და თუ ეს აღწევს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს და უბრალოდ არის ეთიკის საკითხი, ეს არის ეთიკის რეგულირების სფერო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს.

Cesko