„ევროვიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“ – რომან გოცირიძე

May 15, 14:21
0
320

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ევროვიზია 2022-ის კონკურსს სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

„ევროვიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ უკრაინისათვის მიკუთვნებული უმაღლესი ქულის ნაცვლად სხვა, ცუდი შედეგი გამოაცხადა. ამ კონკურსს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა შეძენილი.
80 მილიონიანი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ შეირცხვინა თავი და აგერ უკვე მერამდენე წელია საქართველოს წარმომადგენელი ფინალურ ეტაპამდეც კი ვერ აღწევს იმ უგემოვნო პროგრამების გამო, რომელიც ქართველი შემსრულებლებისთვის ასე დამახასიათებელი გახდა.
სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე. :((“

Cesko