,,უკვე 11 ბავშვი გარდაიცვალა უცნობი ვირუსით, ზოგს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა” – ნანა გეგეჭკორი

0
395
27 Views

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი-კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი ბავშვებში გავრცელებულ უცნობი ტიპის ჰეპატიტზე წერს:

,,ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკვლევს ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის 109 შემთხვევას. სამწუხაროდ, 90%-ს დაავადებულებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. აქედან 14%-ს იმდენად მძიმე ფორმა ჰქონდა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გახდა საჭირო, 5 ბავშვი გარდაცვლილია.

მსოფლიოში დაახლოებით 450 შემთხვევიდან 11 ბავშვია გარდაცვლილი.
დაავადების გამომწვევი, გადაცემის გზები, სიმძიმის განმაპირობებელი პრედიქტორები, არაფერი ჯერ ცნობილი არაა. უცნობი ეტიოლოგიის ჰეპატიტით დაავადებულების უმრავლესობას ადენოვირუსული ინფექცია აღმოაჩნდა. ზოგადად ადენოვირუსები ბავშვებში ჰეპატიტებს არ იწვევენ.

მოკლედ, ჯერჯერობით ამ ახალი დაავადების ცოდნა არ გვაქვს. წინასწარი მონაცემები დრამატულად გამოიყურება. ბევრად, ბევრად უფრო დრამატულად ვიდრე კოვიდ პანდემია.

ბავშვებს მაინც გაუფრთხილდით. საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფებისთვის, ადამიანების უმეტესობას, ხელის დაბანა და მარტივი პირბადის ტარებაც კი რომ არ შეუძლია, ეს უკიდურესად სამწუხარო ამბავი, კოვიდ პანდემიამ უკვე აჩვენა.როგორც ჩანს წინ ახალი გამოწვევებია …”.

Cesko