თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია – ერდოღანი

May 13, 21:18
0
260

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

„ვაკვირდებით შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას.

თურეთის პრეზიდენტმა ასევე დასძნა, რომ ნატო-ს მხრიდან ჯერ კიდევ საბერძნეთის ალიანსში მიღება იყო შეცდომა.

„თურქეთის მხრიდან ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომის გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები სასტუმროსავითაა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრებიც კი არიან. ჩვენთვის შეუძლებელია, ვიყოთ ამის მომხრე“, – განაცხადა ერდოღანმა.

Cesko