“2012 წელს ხელისუფლებიდან გაძევებული კრიმინალი, 2022 წელსაც ახერხებს, ციხიდან მართოს პოლიტიკური პროცესი” – მაია ელოშვილი

0
593
40 Views

2012 წელს ხელისუფლებიდან გაძევებული კრიმინალი, 2022 წელსაც ახერხებს, ციხიდან მართოს პოლიტიკური პროცესი.
გასდის და ჭირვეულობს. იმუქრება და ითხოვს. ითხოვს და უსრულებენ.
“კანონის წინაშე ყველა თანასწორია” – ნაცკრიმინალების გარდა.

დღემდე უპასუხოა კითხვები:
✅ რატომ მფარველობს საქმით პრორუს ნაცკრიმინალებს, რუსეთის ფსბ-ს აგენტურას, დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტის ზოგიერთი წარმომადგენელი?
✅ რატომ უწოდებენ საბჭოთა კგბ-ს ინკუბატორში გამოზრდილ სააკაშვილს, ნაყოფიას, ვაშაძეს, ხოშტარიას და სხვებს პროდასავლელებს და ამით, რატომ აღვივებენ საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს?
✅ რატომ აძლევს ქვეყნის ხელისუფლება უფლებას ნებისმიერი ქვეყნის ელჩს თუ ნაცაქტივისტებს – ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს და “სახალხო სირცხვილს” – ლომჯარიას, გასცდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ყოველი ნაცი კრიმინალის მიმართ, შეაფერხონ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესი?
✅ რატომ არ მოქმედებს კანონი სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენელთა მიმართ, რომელთა ყალბი, ვიზუალური დათვალიერებით შედგენილი სამედიცინო დასკვნების საფუძველზე, სააკაშვილს უსრულებენ კაპრიზებს?
✅ რატომ ხორციელდება ქვეყანაში შერჩევითი სამართალი და თანასწორობის, დემოკრატიის მქადაგებელი სტრატეგიული მეგობრები (ზოგიერთი წარმომადგენელი), მუდმივად რატომ აპელირებენ სააკაშვილზე, როგორც მესამე პრეზიდენტზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული სასათბურე პირობები და არა მსჯავრდებულზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები და იმსახურებს სასჯელის მოხდას მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?
✅ როდის გათავისუფლდება ხელისუფლება შიდა და გარე წნეხისგან და როდის შეძლებს, ქვეყანა მართოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად?
✅ როდის გახდება დასჯადი ცილისწამება, ყალბი ამბების განზრახ გავრცელება და როდის დაისჯება ყველა დამნაშავე თანასწორად, პროფესიისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად?
და ბოლოს: როდის მოახერხებს ქართული საზოგადოება თვითორგანიზებას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად პროტესტის გამოხატვას და პოლიტიკური პარტნიორებისთვის მოთხოვნების წაყენებას?
დროა, მოვითხოვოთ:
– შეწყდეს საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში უხეში ჩარევა.
– შეწყდეს მრავალ დანაშაულში მხილებული სააკაშვილის და სხვა ნაცკრიმინალების მიმართ განსხვავებული პირობების მოთხოვნა და მათი პოლიტიკურ პატიმრებად წარმოჩენა.
– შეწყდეს ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების შანტაჟი სანქციების დაწესების მუქარით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობის მიერ, ეს ქმედება აღიქმება, როგორც ნაცმკვლელთა ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა, რაც არ დარჩება უპასუხოდ. ეს კი, უკიდურესად დააზიანებს დასავლეთის ინტერესებს საქართველოში.
– შეწყდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა და ქვეყანას მიეცეს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისა და განვითარების საშუალება.
– შეწყდეს ნაცმკვლელთა დიქტატის მხარდაჭერა პოლიტიკურ პროცესსა და საზოგადოებაზე.
– ხელისუფლებას მიეცეს საშუალება, იმოქმედოს დამოუკიდებლად, კანონის ფარგლებში, ქართველი ხალხის (როგორც ხელისუფლების წყაროს და როგორც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულის), კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.
ასე გაგრძელება შეუძლებელია…
არა – ომს!
არა – რუსულ ოკუპაციას!
არა – ნაცებს!

მაია ელოშვილი, ემიგრანტი საფრანგეთიდან; სოციალური ქსელი

Cesko