საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, ცოტა ხნის წინ შვილი “ვივა მედის” კლინიკაში ინახულა და კლინიკის დატოვებისას თქვა:
“2 დღის წინ მყავდა ნანახი ბოლოს ციხეში. იმასთან შედარებით, ბევრად უარესად იყო, ბევრად, თვალშისაცემია. ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა, რომ შევხედე. თეთრი იყო აბსოლუტურად. სიარული ძალიან უჭირდა დღეს… გუშინ სამჯერ დავეციო, მითხრა. საშინელი სისუსტე აქვს.
კლინიკაში ექიმები გავიცანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხია, ძალიან კარგი ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის კარგად თვითონ, ესაა პრობლემა თორემ პერსონალი თვითონ ძალიან მომეწონა.
გამოკვლევები არ იქნება საკმარისი. მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, გადარჩენაზეა.
ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ჩანს, რომ მისი რეაბილიტაცია აქ ვერ მოხდება. რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო, დაიწყოს ეს პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა დღეს. ციხეში რომ ვნახე ბოლოს იქაც კი არ მქონია ასეთი შთაბეჭდილება. დღეს, რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა.”