29 Views
თამარ გვერდწითელის შესახებ მომღერლის ფანებისთვის შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფში განცხადება ვრცელდება:
,,გავრცელდა ინფორმაცია,
რომ 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.
საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად.
თამარ გვერდწითელი,
ირაკლი მენთეშაშვილი,
გია სალაღიშვილი,
დავით ჯაფარიძე.
პაატა ანდრიაძე.
ლინკი შარშანდელი კონცერტის, რომელიც გამოიყენეს წელს დეზინფორმაციისთვის :