„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“ – სანდრო ბრეგაძე

0
757
35 Views

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ თანადამფუძნებელი, სანდრო ბრეგაძე.

– პირდაპირ ვამბობ, ნიკანორ მელია უფრო მეტად „ქოცია“, ვიდრე „ოცნების“ რომელიმე წევრი. ხომ თვალნათელია, რომ მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. სხვათაშორის, მამამისის კლინიკა იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და ნიკანორ მელიას ბიზნესებიც აყვავდა. რომელი ოპოზიციონერი გინახავთ, რომ ციხიდან გამოდის და ახალთახალი „მაზერატის“ „ჯიპი“ ხვდებოდეს. ის „ჯიპი“ რა, თქვენ რა გონიათ, ვინ უყიდა? ის „ჯიპი“ უყიდა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა კი დაიწყებს, მამაჩემის დანაზოგიდან ვიყიდეო. დაახვედრეს „მაზერატის“ „ჯიპი“, რომელიც 150 000$ ღირს, დაახვედრა გარეთ „ქართულმა ოცნებამ“ და მთელი ბიზნესები და პრივილეგიები და ა.შ. როგორ შეიძლება ახლა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ოპოზიციამ ოდესმე დაამარცხოს „ქართული ოცნება“? „ქართული ოცნების“ ძუძუდან იკვებება ნიკანორ მელია. ამაზე მაქვს საუბარი და სანამ ეს ნიკანორები და ვაშაძეები იქნებიან ოპოზიციის წარმმართველები, მანამდე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება. „ქართულ ოცნებას“ და მის ხელმძღვანელობას ძალიან დიდი ფული აქვთ, ეს დეკლარირებულიც აქვთ და მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს თითოეული პიროვნების ყიდვა.ძალიან ოსტატურად ყიდულობენ ამათ. ესენი, „ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერები ყველა ნაყიდი ჰყავთ, ყველა „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. ის მიშა სააკაშვილი უარესის ღირსია იმ ავაზაკობების გამო, რაც ჩაიდინა. ახლა არის ყველასგან მიტოვებული, თავისივე პარტიისგან გაყიდული, ციხეში გამომწყვდეული საცოდავი არსება. ვინ გაუკეთა მას ეს ყველაფერი? გაუკეთა ბოკერიამ, რომელიც მისი მეგობარი იყო და დღეს თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად, მისი პირველი მაგინებელია, გივი თარგამაძემ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის შემოქმედი იყო გიგა ბოკერიასთან ერთად. კიდევ სხვებმა მიატოვეს და უღალატეს. თავის დროზე ეს ხალხი ფულისა და თანამდებობის გამო იყვნენ სააკაშვილთან, დღეს სხვამ შესთავაზა ფული, პარლამენტარობა. მოკლედ, ვიდრე იარსებებს „ნაცმოძრაობა“, „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში და ჩვენ თუ გვინდა ცვლილებები ქვეყანაში, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ოპოზიცია. „ნაცმოძრაობა“ უნდა დაიშალოს და გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან. თუ ეს მოხდა, შეიცვლება პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში და ხელისუფლება თავისთავად. ჩვენ ამ ჭაობში არ უნდა ვიცხოვროთ, ამ ჭაობიდან უნდა დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა.

წყარო: ალია

Cesko