ას ცდას გაძლევთ, თუ ვინმე გამოიცნობთ ვკისრულობ ოცლიტრიან ატენურს და გუბაზას დაგიკლავთ… – მალხაზ თოფურია

0
723
43 Views

ქართველები რომ ძალიან ბევრ ნომინაციაში ვართ დედამიწაზე არსებულ ეთნოსებს შორის ყველაზე ყველაზე…. რაღაცნაირები, ამაში არც მტერი და არც მოყვარე არ შემეკამათება ალბათ…
გუშინ 9 მაისს ალექსანდროვის ბაღში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი შემოსული თანხა გადაირიცხა…..ომის ვეტერანებში? არა! მშიერ ბავშებში? არა იქნებ უკრაინელ ბავშვებში ? არა და არრა ლეიკემია სიმსივნე ?? კვლავ არა!! ას ცდას გაძლევთ, თუ ვინმე გამოიცნობთ ვკისრულობ ოცლიტრიან ატენურს და გუბაზას დაგიკლავთ…
9 მაიის ალექსანროვის ბაღში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი უკრაინელ ცუგოების და ფისოების დასახმარებლად! დიახ უკრაინელი კატებისა და ძაღლების დასახმარებლად!
გადავხედე ჩემ კატას , რა ვქნათ არ წავიდეთ? მაუუ დამეთანხმა ჩემი შავტუხა კატა და ერთ შეკვრა ვისკასს დაავლო პირი უკრაინელი თეთრი ფითქინა ფისოსთვის გადასაცემად….აბა ოკუპანტ ფისოებისთვის დიდი ხანია ემბარგო გვაქ გამოცხადებული და თუ სადმე წავსწარით ოკუპანტის ძძაღლსა თუ კატას იმავე წამს კორეულ რესტორან “”მძაღლაურაში” მივარბენინებთ და ვაბარებთ)
.ჩავისვი რუგზაკში ჩავდეთ ვისკასი და წავედით ,, მივედით ამოყო ფისომ თავი რუგზაკიდან არანაირი კატა მხოლოდ რამდენიმე გაავებული ცუგო გვიყეფავდა რომლებსაც არც უკრაინელობის ეტყობოდათ რაიმე და მით უმეტეს არც მშიერის……იცით მე ერთი შეკვრა ვისკასო მოვიტანე და ვის გადავცე? ვკითხე სცენსთან მდგომ ორგანიზატორული სახის მქონე ახალგაზდას , წადი ზემოთ დარბიან უპატრონო მშიერი კატები იმათ აჭამე! აქ სავალუტო ანგარიშებია თუ რაიმეს ჩარიცხვა გინდა ჩარიცხე! კატების და ძაღლების ცალცალკეა? (ზრდილობისთვის ვიკითხე?) არა აბშიაკი აქვთ ! გამიიასნა უცებ ორგანიზატორმა …. წამოვედით მე და ფისო კუდამოძუებულები ვერც უკრაინელი ფისო ავაგდეთ და ვერც ვიქველმოქმედეთ ვალუტის ქრონიკული დეფიციტის გამო…..
მოდით დავრჩეთ ისევ ყველაზე ყველაზე რაღაცნაირ ერად და სხვას ნუ ვეტყვით როგორ იშიფრება სიტყვა “რაღღაცნაირი”)

Cesko