ელისო კილაძე “მთავარმა არხმა” და “ფორმულამ” დაბლოკეს

May 10, 15:37
0
579

სააგენტო “მარშალპრესი”-ს ინფორმაციით, “მთავარმა არხმა” და “ფორმულა”-მ ელისო კილაძე დაბლოკეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არცერთ ეთერში აღარ იწვევენ.

ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ კილაძემ ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითობის მთავარ ლიდერად დავით კეზერაშვილი დაასახელა, რომელიც ამ მომენტისთვის “ნაც.მოძრაობის” ერთ-ერთ ირიბ დამფინანსებლად მოიაზრება, ხოლო “ფორმულა” მისი საკუთრებაა, შესაბამისად, თავისუფალი სიტყვის ამ ორ სავანეში ელისო კილაძის ადგილი აღარ გამოიძებნა.

კილაძეს იგივე შენიშვნა ჰქონდა ტელეკომპანია “კავკასიის” მისამართითაც და ეს ნინო ჯანგირაშვილს საჯაროდაც მისწერა ფეისბუქ კომენტარში, თუმცა, ჯანგირაშვილმა მისი დაბლოკვა უარყო.

წყარო: https://mpn.ge/

Cesko