გორში, საბჭოთა კავშირის დროშების გამოყენების გამო ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავეს

May 9, 20:48
0
395

გორში საბჭოთა კავშირის დროშების გამოყენების გამო ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავეს.

იგი იმ დროს დააკავეს, როცა ითხოვდა წითელი დროშების გამოყენების უფლებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, ფიფია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კანონი “თავისუფლების ქარტია” კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლოების გამოყენებას.

8 მაისს თემურ ფიფიამ დააანონსა, რომ გორში ჩატარდებოდა აქცია წითელი დროშებით და ითხოვდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას.

Cesko