სტალინმა 5,5 მილიონიანი აყვავებული საქართველო დატოვა! რას ტოვებთ თქვენ?!

February 5, 13:03
0
587

ეს მათთვის, ვინც დღემდე გაჰკივის…
სტალინმა რუსეთისთვის იღვაწა, საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია, ცუდის მეტიო!

დიახ, სტალინმა ფეოდალური რუსეთის ნანგრევებზე შექმნა საბჭოთა კავშირი! დიახ, ცალსახად გადაარჩინა სლავური მოდგმა, უმადური ევროპა და ფაშიზმისგან იხსნა მსოფლიო, რომლის ნაწილიც ისევ არის საქართველო ( სტალინის დამსახურებით! )
ალბათ ხვდებით, რომ გორიდან ამ მაშტაბის გამარჯვება იყო შეუძლებელი და ამას სხვა ასპარეზი სჭირდებიდა, ასპარეზი, რასაც რუსეთის უზარმაზარი რესურსები და ტერიტორია ჰქვია!

გადავიდეთ საქართველოზე…..

სტალინის მართველობამდე, საქართველო ერთ მილიონამდე მოსახლესაც ვერ ითვლიდა და იყო ჩამორჩენილი კუსტარულ–აგრარული, ღატაკი, გაუბედურებული ქვეყანა!

სტალინმა ისტორიულად უმოკლეს დროში (7 წელში) საქართველო გახადა მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ერთ სულზე წარმოებული და მოხმარებული საერთო ეროვნული პროდუქტის მიხედვით მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ხუთულში იყო შესული!

საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ სტალინის ერთადერთი საზრუნავი იყო მშრომელი ადამიანის კეთილდღეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა.
სტალინმა მისცა კაცობრიობის ისტორიას ყველაზე დემოკრატიული და ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული კონსტიტუცია!

დაქირავებულის უფლებების დამცველი შრომის კოდექსით და ჰუმანური, უდანაშაულო ადამიანის დამცველი სისხლის სამართლის კოდექსით.
სტალინმა სამუდამოდ აღკვეთა უმუშევრობა.

საქართველოს ისტორიაში პირველმა და უკანასკნელმა დააკანონა 7-საათიანი სამუშაო დღე!

სტალინმა მისცა ხალხს უფასო სწავლა-განათლება, უფასო მკურნალობა, უფასო ბინა, უფასო დასვენება და მკურნალობა კომფორტულ სანატორიუმებში, სიმბოლური ფასები წამალზე, პურსა და საერთოდ ფართო მოხმარების საქონელზე, ყოველდღიურ მოხმარების საგნებზე, კომუნალურ მომსახურებაზე!!!

უმოკლეს დროში არნახულ სიმაღლეზე აიყვანა ქართული მეცნიერება, განათლება, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, კინო, თეატრი.
1941 წელს გაცხარებული ომის პირობებში დააარსა ქართული მეცნიერებათა აკადემია!

სტალინურმა ეპოქამ შობა და აღზარდა კოჰორტა უდიდესი, მსოფლიო დონის მეცნიერებისა, რომელთაგან 34 გახდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი!

ეს იყო მეცნიერების ნამდვილი ტრიუმფი, რომლის მსგავსისთვის არ მიუღწევიათ არა, თუ საქართველოს, არამედ მსოფლიოს დიდ ქვეყნებს!
ამ ეპოქამ აღზარდა მრავალრიცხოვანი არმია მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური კადრების, რომლებიც მოღვაწეობდნენ დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე.

სტალინმა აგვიშენა ქალაქი რუსთავი თავისი უნიკალური მეტალურგიული კომბინატით. ქუთაისში აგვიშენა საავტომობილო ქარხანა და გადააქცია იგი ინდუსტრიის მშენებელ ქალაქად.

სტალინურმა ხუთწლედებმა საქართველოს აუშენა მძლავრი ჰიდროელექტროსადგურები:

ზაჰესი, რიონჰესი, ხრამჰესი I, ხრამჰესი II, აწჰესი, ლაჯანურჰესი, სოხუმიჰესი, ჩითახევჰესი და ბევრი უფრო მცირე სიმძლავრის ჰესი.

საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში ერთ-ერთ უმძლავრეს ენგურჰესის მშენებლობას, თავისივე უნიკალური 271 მეტრი სიმაღლის თაღოვანი კაშხლით. საგულისხმოა, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული კილოვატი ენერგიის საპროექტო თვითღირებულებამ 0,01 კაპიკი შეადგინა; რამაც საქენერგოს ხელმძღვანელობას საფუძველი მისცა, წინადადებით შესულიყო მთავრობაში, მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის უფასოდ გაცემაზე.

სტალინმა დააშრო კოლხეთის ჭაობი და აქცია ჩაის კულტურისა და ციტრუსების წალკოტად.

მალარიის მძიმე სენისგან განკურნა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა!

ქართველ ქალს აჩუქა ჩაის საკრეფი მანქანა, რითაც იგი იხსნა მონური შრომისაგან.სტალინმა მოგვცა თბილისის ზღვა. იორისა და ალაზნის სარწყავი სისტემები, რითაც გააათკეცა გვალვისაგან გადამწვარი სავარგულების მოსავლიანობა.

სტალინმა თბილისს აჩუქა უნიკალური მეტროპოლიტენი, რომელიც საბჭოთა კავშირში მე- 3 და 33-ე გახლდათ მსოფლიოში!

სტალინმა 5, 5 მილიონიანი აყვავებული საქართველო დატოვა!
რას ტოვებთ თქვენ?!

მანანა უძილაური, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი

Cesko